ზედმეტი წონა სიცოცხლეს ახანგრძლივებს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა მკვლევარებმა, ოჰაიოს უნივერსიტეტიდან, დაამტკიცეს, რომ სულ ცოტა ზედმეტი წონა სიცოცხლეს ახანგრძლივებს. სიმსუქნე კვლავ მეტად საშიშ დაავადებად რცება, მაგრამ თუ 50 წლის ასაკში და ზემოთ, ადამიანს ოდნავ ზედმეტი კილოგრამები აქვს, ეს აძლევს შანსს, 15 წლით მეტხანს იცოცხლოს თანატოლებთან შედარებით, რომელთაც იდეალური წონა აქვთ. მეცნიერები ამ მოვლენას სტაბილურობით ხსნიან. ადამიანები, რომლებიც მუდმივად წონის კორექციით არიან დაკავებულები, საკუთარ ორგანიზმს სტრესის ქვეშ აყენებენ. ამას ვერ ვიტყვით მათზე, რომლებიც სტაბილურ წონას ინარჩუნებენ. რისკ-ჯგუფში რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ასაკთან ერთად, წონაში მატებას განაგრძობენ. ექსპერიმენტისას, რომელიც 18 წელიწადს გრძელდებოდა, სწავლულები 10 ათას ჯანმრთელ ადამიანს აკვირდებოდნენ. ამასთან, რეგულარულად ზომავდნენ მათი სხეულის მასის ინდექსს. ასე, ექსპერიმენტში მონაწილეთა 7.2%-ში აღინიშნა სერიოზული დაავადებები და სიკვდილის შემთხვევებიც, რაც გამოწვეული იყო, როგორც სიმსუქნით, ასევე, წონაში თანდათან მომატებით. იმ მონაწილეებში კი, რომლებიც ცდილობდნენ, ცოტა ზედმეტი, მაგრამ სტაბილური წონა შეენარჩუნებინათ, გაცილებით ნაკლები იყო, როგორც ავადობის, ასევე, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.