"ყველა მუნიციპალიტეტში, მომდევნო 3 წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გვაქვს დაგეგმილი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მომდევნო 3 წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული პროექტი დაფინანსდება, დაახლოებით, 350 მლნ ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალი.

„რეგიონებში წყალმომარაგების პრობლემა არის ჯერ კიდევ მოუგვარებელი, გადაუჭრელი. ჩვენი გადაწყვეტილებით, ბატონ ირაკლი ქარსელაძესთან გავიარეთ ეს საკითხი და გვაქვს დაგეგმილი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მომდევნო 3 წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს. აღნიშნული პროექტი დაფინანსდება, დაახლოებით, 350 მლნ ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალი“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.