2327-მა ფერმერმა სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მიიღო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით, რომელიც პრემიერის ინიციატივით 2021 წელს დაიწყო, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება იქნა შესაძლებელი.
?სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2,327 ბენეფიციარმა თანადაფინანსებით მიიღო სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 45,6მილიონი ლარი შეადგინა.
? რაც შეეხება ტექნიკური დახმარების პროგრამას, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, 132-მა კომპანიამ მიიღო სახელმწიფო თანადაფინანსება, მათ შორის 52 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია. ტექნიკური დახმარების პროგრამა მოიცავს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის, პროდუქციის ბრენდირებისა და შეფუთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურების, პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებასა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას.