რუსებმა უკრაინელი ფეხბურთელი მშობლებთან ერთად წამებით მოკლეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

25 წლის უკრაინელი ფეხბურთელი, ალექსანდრ სუხენკო რუსმა ოკუპანტებმა მშობლებთან და სხვა მოქალაქეებთან ერთად, 23 მარტს, კიევის რაიონის სოფელ მოტიჟინიდან გაიტაცეს. 2 აპრილს, უკრაინული საბრძოლო დაჯგუფება „მაკაროვის“ ხელმძღვანელმა, ვადიმ ტოკარმა განაცხადა, რომ სუხენკოს ოჯახის ყველა წევრი გარდაცვლილი იპოვეს, მათი სხეულები კი ნაწამებ მდგომარეობაში იყო.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რუსმა სამხედროებმა უკრაინელი მოკრივე სავარჯიშო დარბაზში დახვრიტეს. ზოგადად, უკვე ნათლად გამოჩნდა ტენდენცია, რომ რუსები უკრაინელ სპორტსმენებს განსაკუთრებულად ერჩიან და მათ წამებით კლავენ.