ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დალაგდნენ

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყატარის დედაქალაქ დოჰაში, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრა შედგა. შეგახსენებთ, რომ მთავარი საფეხბურთო მოვლენა ყატარში, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. რვა ჯგუფში ნაკრებები ისე გადანაწილდნენ, რომ გულშემატკივარს პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან მოუწევს თვალსასეირო შეხვედრების ყურება. მარტო გერმანიისა და ესპანეთის დაპირისპირება რად ღირს, ან არგენტინა-პოლონეთის ჯახი. მთავარ ფავორიტად, რაღა თქმა უნდა, ბრაზილიის ნაკრები სახელდება, თუმცა ფეხბურთი იმიტომ არის სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა, რომ ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება.

სანამ ჯგუფების შემადგენლობას გაგაცნობთ, გეტყვით, რომ მუნდიალის დარჩენილი სამი მონაწილე ზაფხულში გაირკვევა. ივნისში, უელსის ნაკრები უკრაინისა და შოტლანდიის ნაკრებ გუნდებს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს. სამხრეთ ამერიკისა და აზიის პლეი-ოფში პერუს ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ბოლო მონაწილე კი კოსტა რიკასა და ახალ ზელანდიას შორის დუელში გაირკვევა.

 

A ჯგუფი: ყატარი, ეკვადორი, სენეგალი, ნიდერლანდები;

B ჯგუფი: ინგლისი, ირანი, აშშ, უელსი/შოტლანდია ან უკრაინა;

C ჯგუფი: არგენტინა, საუდის არაბეთი, მექსიკა, პოლონეთი;

D ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრალია/პერუ ან საამიროები, დანია, ტუნისი;

E ჯგუფი: ესპანეთი, კოსტა რიკა ან ახალი ზელანდია, გერმანია, იაპონია;

F ჯგუფი: ბელგია, კანადა, მაროკო, ხორვატია;

G ჯგუფი: ბრაზილია, სერბეთი, შვეიცარია, კამერუნი;

H ჯგუფი: პორტუგალია, განა, ურუგვაი, სამხრეთ კორეა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე