ახალი სუპერანტიბიოტიკი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კანადელმა მკვლევარებმა ახალი ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს, მას შეუძლია დაძლიოს ის ბაქტერიებიც კი, რომლებიც რეზისტენტულნი არიან სხვა პრეპარატებისადმი. ნივთიერება, რომელსაც კორბომიცინი უწოდეს, ბლოკავს პათოგენებს და მათ გამრავლების საშუალებას არ აძლევს. თაგვბზე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ ახალი სუპერანტიბიოტიკი ამარცხებს სეფსისს და ინფექციებს, რომლებიც გამოწვეულია ოქროსფერი სტაფილოკოკით. აღსანიშნვია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობას თანამედოვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ. მის გამო, მსოფლიოში ყოველწლიურად, 700 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.