რუსეთ-უკრაინის 23 დღიანი ომის დეტალური ანალიზი

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
ფეისბუქგვერდ „World Military _ ანალიტიკა“ ავრცელებს რუსეთ-უკრაინის ომის 23 დღის ანალიზს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
 
 
„რუსეთის მიერ უკრაინაში ფართო მასშტაბიანი შეჭრის დაწყების 23 დღე გავიდა, ხოლო ჩვენს მიერ ფრონტებზე სიტუაციური ანალიზის სრული 2 დღე. ამ პერიოდში როგორც რუსეთს, ისე უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით ჰქონდათ გარკვეული წარმატებები და მარცხი.
მაშასადამე, მივყვეთ თანმიმდევრობით და განვიხილოთ.
 
დავიწყოთ კიევით - კიევის ოლქში ვითარება მეტწილად უცვლელია, რუსები განლაგებულინი არიან და სამხრივ მცირე მასშტაბის იერიშებს ახორციელებენ კიევის ჩრდილოეთიდან გოსტომელის მიმართულებიდან, ჩრდილო-დასავლეთიდან ირპენისა და ბუჩას რაიონებიდან, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ბროვარის რაიონის მიმართულებიდან. მიუხედავად ამისა, რუსებს კიევთან არ აქვთ წინსვლა, ხოლო უკრაინლებმა გასულ ორ დღეში ქალაქ კიევის ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ და უკრაინული ძალების კონტროლირებადი ტერიტორიების საზღვრებთან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეიდები განახორცილეს. ეს არ იყო კონტრშეტევა, თუმცა იყო ოპერატიულ დონეზე წმენდის ოპერაციები. საპასუხოდ რუსულმა ძალებმა უკრაინლების საარტილერიო დაბომბვა განახორცილეს, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის ქართველ მებრძოლებშიც. კიევში რუსები არ არიან და დიდ წილად არც ფრონტზე არსებული ვითარება შეცვლილა. რუსები ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას, როგორც მინიმუმ ისეთ დონეზე, როდესაც ისინი გააკონტროლებენ ქალაქში შესასვლელ და გამოსასვლელ საკვანძო მაგისტრალებს და მიწვდებიან დედაქალაქს არტილერიით. პარალელურად, გრძელდება კიევის დაბომბვა ძირითადად ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერ ექნება მასიური სახე და მათი არც თუ ისე მცირე ნაწილის გადაჭერას ახორციელებს უკრაინული საჰაერო თავდაცვა.
 
ჩერნოგოვი - ქალაქში რუსები კვლავ არ არიან, ის იმყოფება ოპერატიულ ალყაში და სისტემატიურად იბომბება. ადგილზე ვითარება პრაქტიკულად, არ შეცვლილა.
 
სუმი - სუმშიც, ვითარება უცვლელია, იმყოფება ოპერატიულ ალყაში, ქალაქი კი იბომბება. თავად ქალაქში რუსები არ არიან.
 
ხარკოვი - ქალაქის დონეზე ვითარება უცვლელია, არ იმყოფება ალყაში, თუმცა ხარკოვში უსაფრთხო შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია. რუსები არიან ძირითად ჩრდილოეთიდან ფლანგებზე ჩამოშლილი. ქალაქი კვლავ მასიურად იბომბება.
 
დონბასი - როგორც იცით, დონბასი დაყოფილია ორ ოპერატიულ მიმართულებად, პირველი ეს არის ლუგანსკის ოლქი, სადაც რუსებმა საწყის დღეებშივე მოახერხეს წინსვლა სეპრატისტული ძალების კონტროლირებადი ტერიტორიის ჩრდილოეთ მიმართულებით, შემდეგ კი განაგრძეს წინსვლა ჩრდილო-დასავლეთით სევეროდონეცკისკენ. თუმცა, ადგილზე მძლავრი უკრაინული ძალების მედგარი წინააღმდეგობის გამო, მათი წინსვლა შეჩერდა. პარალელურად, სევეროდონეცკის ჩრდილოეთისკენ ხარკოვის რეგიონის სამხრეთიდან წამოსული შეტევა, ქალაქ იზიუმთან, სადაც უკრაინელებმა შეძლეს რამდენიმე დღის განმავლობაში რუსების შეჩერება, დღეის მდგომარეობით რუსების კონტროლში მოექცა, რაც ზრდის საფრთხეებს ლუგანსკის უკრაინული ძალების ე.წ. ქვაბში მოქცევის, როგორც მინიმუმ 3 მხრიდან რუსულ-სეპარატისტული ძალების საარტილერიო ცეცხლის მანზილზე იმყოფებიან.
 
რაც შეეხება, დონბასის დონეცკის მიმართულებას, სადაც რუსებმა შეძლეს დონბასის სამხრეთ-დასავლეთით მარიუპოლისკენ (მაროუპოლზე ცალკე დავწერ) წინსვლა და მარიუპოლის ბლოკადა, სხვა რუსულ ძალებთან ერთად, ასევე რუსებმა შეძლეს დონეცკის დასავლეთით ვოლნოვახას აღება და ზაპოროჟიეს სამხრეთში მყოფ უკაინულ ძალებთან შეერთება, რითაც მარიუპოლი სრულ ბლოკადაში მოექცა.
კიდევ ერთხელ დავწერ, რომ დონბასში რუსული შეტევის პერსპექტივები და შეტევის განვითარების სცენარი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ რუსები ცდილობენ დონბასის ყველაზე ბრძოლისუნარიანი და მათ შორის მრავალრიცხოვანი უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას, რაც პერსპექტივაში კიევზე შეტევის დაწყების დროს, გამორციხავს მათ მხარდაჭერას დედაქალაქის დაცვის ძალებზე. ხოლო საალყო ძალების გარდა, სხვა რუსული ძალები გააგრძელებენ წინსვლას კიევისკენ.
 
გავაგრძელოთ უკრაინის სამხრეთით.
 
დავიწყოთ ყირიმიდან დაწყებული შეტევის მარცხენა მიმართულებით, ქალაქ ნიკოლაევისკენ, სადაც რუსებმა შეძლეს ხერსონის აღება, შემდეგ კი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, ისევე როგორც აღმოსავლეთიდან მიადგნენ ქალაქს, თუმცა რამდენიმე წარუმატებელი შეტევის შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა წამოიწყეს კონტრშეტევა და რუსული ძალები ქალაქის შემოგარენიდან საკმაო მანზილზე გაყარეს. კერძოდ, საუბარია უკრაინკა-ლუჩი-პოსად-პოკროვსკეს ადმინისტრაციულ ერთეულებზე. ამ მონეტში, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ოდესაზე შეტევის განსახორციელებლად, საპლაცდარმედ უმნიშვნელოვანესი ქალაქი ნიკოლაევიდან, რუსული ძალები საკმაოდ შორს იმყოფებიან.
რაც შეეხება, ყირიმიდან დაწყებული შეტევის მარჯვენა მიმართულებას, როგორც იცით, რუსებმა დაიკავეს მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ენერგოდარი და დასავლეთიდან და ჩრთილოდეთიდან მიადგნენ მარიუპოლს, შემდეგ კი დაიწყეს სეპარატისტულ ძალებთან ერთად ქალაქის ბლოკადა და აღების ოპერაცია.
როგორც შეგპირდით მარიუპოლზე ცალკე დავწერ, მაშასადმე უკრაინის სამხრეთ-აღმოსაველთში მყოფი აზოვის ზღვის უკრაინული სანაპიროების კონტროლისათვის უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი მარიუპოლი იმყოფება სრულ ალყაში, ქალაქი უწყევტად იბომბება ავიაციის, არტილერიისა და რაკეტების გამოყენებით. პარალელურად კი რუსები და სეპარატისტები ცდილობენ 3 მხრიდან შეტევას. რაც ქალაქში შეტევის მიმდინარეობიდან გამოიკვეთა, რუსული ძალები ცდილობენ ქალაქის მინიმუმ 3 ზონად დაყოფას და თანმიმდევრული წმენდვის ჩატარებას. თუმცა ერთია რას ცდილობენ რუსები და რა ვითარებაა ადგილზე, სადაც პოლკი აზოვის, ტერიტორიული თავდაცვის, საპოლიცო ძალები და მოხალისეები შემოტევის ყველა მიმართულებით ჯოჯოხეთს უწყობენ რუსებს. ქალაქი ჯერჯერობით დგას და იმედი მაქვს კიდევ დიდხანს არ დაეცემა. ამ პერიოდში მარიუპოლელები აგრძელებენ როგორც ქალაქის დაცვას ისე რუსული ძალების შებოჭვას, რაც აყოვნებს დონბასის სამხრეთიდან და ზაპოროჟიეს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დონბასის უკრაინული ძალების ალყისათვის დაწყებული რუსული შეტევის შესაძლებლობას. ამ პერიოდში კი, უკრაინული ძალები დონეცკში გადაჯგუფდნენ და შექმნეს ახალი თავდაცვითი პოზიციები.
ცაში რუსეთმა სრული დომინირება კვლავ ვერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ავიაცია დღიურად 2 ასეულზე მეტ საბრძოლო გაფრენას ახორციელებს, საავიაციო დარტყმები ძირითადად ხორციელდება საზღვრების სიახლოვეს და დონბასში. ანუ, იმ ტერიტორიების სიახლოვეს მდებარე უკრაინულ პოზიციებზე და დასახლებებზე, სადაც რუსებმა შეძლეს არტილერიითა და რაკეტებით უკრაინული ჰსთ სისტემების განადგურება ან საკმარისად ჩახშობა, პარალელურად კი საკუთარი ჰსთ ფარის გაშლა.
სიღრმეებში, რუსული ავიაცია ვერ მოქმედებს თავისუფლად, ისევე როგორც მასიურად ვერ იბომბება ავიაციის გამოყენებით კიევი.
საბოლოოდ, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ზოგან დაბალი ზოგან მი მაღალი ინტენსივობით. განსაკუთრებით ტემპი გაიზარდა და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება დონბასის ფრონტის ხაზზე, რადგანაც უკვე რუსები არტილერიიით წვდებიან უკრაინული ძალების სიღრმეებს, პარალელურად ცას სრულად რუსები აკონტროლებენ, რაზეც მიუთითებს ადგილზე განადგურებული არაერთი უკრაინულ საშუალო და შორმანძილზე მოქმედი სტაციონალური და მობილური ჰსთ სისტემები, ამავდროულად კი დონბასში რუსული ავიაციის ინტენსიური მუშაობა. თუმცა, დონბასში დიდი რაოდენობით უნდა იყოს ახლო მანძილზე მოქმედი პორტატული საზენტიო სარაკეტო სისტემები, რაც მძიმე დღეში ჩააგდებს რუსულ საფრონტო ავიაციას და დამრტყმელ შვეულმფრენებს.
უკრაინას კი აქვს მხოლოდ ერთი შანსი, ნებისმიერი ფორმულირებით, კომბინაციით თუ მდგომარეობით ამ ომში უნდა გაიმარჯვოს. მჯერა, რომ ამთ ეს შეუძლიათ და რეალურად გახდება უკრიანული მიწა რუსეთის იმპერიული ზრახვების სასაფლაო!
დიდება გმირებს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!“