გილოცავთ დედის დღეს - ყველაფერი ამ დღის შესახებ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გილოცავთ დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება!

საიდან მოდის ეს დღე და რატომ ავღნიშნავთ ამ დღეს საქართველოში?

დედის დღე საქართველოში 1991 წელს, ქვეყნის  პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტიურად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე- 8 მარტი, რომელიც  ისევე როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.

თუმცა ათი წლის შემდეგ 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი. საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს ის პარლამენტის გადაწყვეტილებით 2002 წლის მარტში ისევ აღადგინეს

საქართველოში დღეს ქალებს და დედებს  ორი დღესასწაული ეძღვნებათ - 3 და 8 მარტი და ორივე არასამუშაო  დღედ არის გამოცხადებული. 8 მარტ, ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა დაკავშირებული იყო ქალების სოციალურ და ეკონომიკური ჩაგვრისგან გათავისუფლებისა და პოლიტიკაში თანასწორ სუბიექტებად ჩართვის იდეასთან.

როდის წარმოიშვა დედის დღე და რომელ ქვეყნებში აღინიშნება ?

დედისადმი მიძღვნილი დღესასწაულები სათავეს  ჯერ კიდევ  ანტიკური ხანიდან იღებს. მაგალითად  ძველი ბერძნები მიწის ქალღმერთს გეას სცემდნენ თაყვანს. ძველი რომაელები, თავიანთი ღმერთების დედას -კიბელას, ხოლო ძველი კელტები  ქალღმერთ ბრიჯიტს.

ინგლისში ეგრეთ წოდებულ „დედის კვირადღეს“  მე-17 საუკუნიდან აღნიშნავდნენ. ბავშვებს, რომლებიც სახლიდან მოშორებით მუშაობდნენ, უფლება ქონდათ მშობლიური სახლი წელიწადში ერთხელ მოენახულებინათ. თუმცა ამ დღესასწაულმა წლების განმავლობაში სხვა მნიშვნელობა შეიძინა  და ინგლისელებმა დედების ნაცვლად პატივის მიგება „დედა-ეკლესიისთვის“ დაიწყეს. რის შემდეგაც ეს დღე  ნაწილობრივ საეკლესიო გახდა.

აშშ-ში დედის დღე მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოიღეს. 1907 წლის მაისში მასწავლებელმა გრაფტონიდან ენი ჯარვისმა დასავლეთ ვირჯინიაში საკუთარი გარდაცვლილი  დედის ხსოვნის აღსანიშნავად საზეიმო ცერემონია მოაწყო.

სამი წლის შემდეგ ვირჯინიის შტატში დღესასწაულის აღნიშვნა ოფიციალურად დაიწყეს, ხოლო 1914 წლიდან კი მაისის მეორე კვირა აშშ-ში დედის დღედ და  ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადეს.
ამ დღესასწაულს მაისის მეორე კვირა დღეს კიდევ 26 სახელმწიფო აღნიშნავს. ხოლო 30 ქვეყანაზე მეტი  კი დედის დღეს სხვა რიცხვებში ზეიმობს.

დედის დღეს ყველა  ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო ის არის რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ კიდეც ამ დღეს ერთნაირად - ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით. 

 

მასალა დამზადებულია წყაროებზე დაყრდნობით.

ავტორი: სალომე ნოზაძე