რა პრივილეგიებსა და ვალდებულებებს გულისხმობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - საქართველო 3 მარტს ევროკავშირში განაცხადს აკეთებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება - განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. განაცხადს საქართველო დაჩქარებული წესით, 3 მარტს წარადგენს. "ვერსია" დაინტერესდა, რას გულისხმობს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი; რა პრივილეგიებსა და ვალდებულებებს გულისხმობს ის? - ამ კითხვებით კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს მივმართეთ:

"კარგი იქნებოდა, უკრაინასთან ერთად გაეკეთებინათ ეს. რეალურად დეკლარაციულობის გარდა, სხვა არაფერი მოჰყვება ამას, რადგან უკრაინის განცხადებასთან ერთად არ იქნება ეს განცხადება განხილული და ეს ამძიმებს ჩვენს მდგომარეობას იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში ჩვენს პოლიტიკოსებს, ყელმოღერებით და ამაყად რომ აცხადებენ, ჩვენ ვაკეთებთ განაცხადსო, იქ იცით, რა დახვდებათ? -მაგალითად ის, თუ როგორ გადაახიეს შარლ მიშელს დოკუმენტი, როგორ თქვეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა, ევროპამ თავის დღის წესრიგს მიხედოსო და ა.შ. შესაბამისად, ამ მოცემულობაში ეს გულუბრყვილო თამაშია, რომ სახე შეინარჩუნოს ამ პოლიტიკურმა გუნდმა. თავისთავად, განაცხადი უნდა გაკეთებულიყო ადრე, ომის დაწყების პირველივე დღეებში. საქართველო სანქციებზე უნდა გაჩუმებულიყო, მაგრამ ყველაზე დიდი სანქცია, პროტესტი და მხარდაჭერა იქნებოდა სწორედ ევროკავშირის კანდიდატობაზე განაცხადის გაკეთება. არის ძალიან ბევრი საშუალება, პრივილეგია, რომლითაც შეიძლება, ისარგებლოს არამხოლოდ წევრმა, არამედ კანდიდატმა. ესაა წვდომა მატერიალურ და არამატერიალურ რესურსებზე, სხვადასხვა პროგრამაში ჩართულობაზე და როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება რომ ეუბნება, თქვენს საქმეს მიხედეთო, ევროპის გადასახადის გადამხდელები ასეთ ქვეყანაზე უკრაინისგან ცალკე იმსჯელონ და მხარს დაუჭირენ კანდიდატობას? - ეს ძალიან უტოპიურად მიმაჩნია."