ბასილაშვილმა დოჰა მეორედ ვერ მოიგო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შარშანდელის დარად, დოჰას 250-ქულიანი ტურნირის ფინალში გავიდა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შარშანდელივით, გადამწყვეტ შეხვედრაში კვლავ ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდა. მსოფლიო რეიტინგში აგუტი მე-16 პოზიციას იკავებს, ნიკო - 22-ეა, თუმცა იმის გათვალისსწინებით, რომ შარშანა სწორედ ჩვენებურმა იმარჯვა, ფავორიტადაც ის ითვლებოდა. სამწუხაროდ, ბასილაშვილმა შეხვედრა მარტივად, ორ სეტში, 3:6, 4:6 დათმო.

„"ვულოცავ რობერტოს, საბოლოო ჯამში ტურნირი შემიძლია პოზიტიურად შევაფასო, ვულოცავ მის ლამაზ ოჯახს ამ გამარჯვებას, მადლობა ჩემს გუნდს, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მხარდამჭერები ხართ, მადლობა სპონსორებს, დიდი მადლობა დამსწრე აუდიტორიას, ძალიან კარგი გარემოა და მიყვარს აქ ჩამოსვლა“,-განაცხადა ნამატჩევს ბასილაშვილმა. ცნობისათვის, ბასილაშვილმა ფინალში გასვლისთვის 80 410 დოლარი გამოიმუშავა.