ბელგიელებს ბირთვული კატასტროფისთვის ამზადებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბელგიის ტერიტორიაზე, იოდის შემცველი აბების უფასო დარიგება დაიწყეს იმ შემთხვევისთვის, თუკი ბირთვული აფეთქება მოხდება. როგორც ქვეყნის ფარმაცევტული ასოციაციები აცხადებენ, სამეფოს ნებისმიერ მცხოვრებს შეუძლია, მივიდეს აფთიაქში და მოითხოვოს იოდიანი აბები, რომელსაც შესაძლო რადიაციული დაზიანებისას, პროფილაქტიკური დანიშნულება აქვს. წამლის გაცემა ბელგიის ბირთვული უსაფრთხოების ახალი გეგმითაა გათვალისწინებული და ის შინაგან საქმეთა მინისტრმა შეიმუშავა. ამ ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე, შვიდი ბირთვული რეაქტორია, კიდევ 25 - მეზობელ ქვეყნებში, 200-კილომეტრიან რადიუსში მდებარეობს. ბელგიის ის მოსახლეობა, რომელიც რეაქტორებიდან 20 კილომეტრამდე რადიუსში ცხოვრობენ, ვალდებულნი არიან, იოდიანი აბების მარაგი ჰქონდეთ. ახალი გეგმით, პოტენციური ბირთვული კატასტროფის რადიუსი 100 კილომეტრამდე გაიზარდა და ამგვარად, ის სამეფოს მთელ ტერიტორიას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ქვეყნის ატომურ ელექტროსადგურებზე შვიდი ინციდენტი მოხდა, თუმცა უმნიშვნელოდ.