პარალიზებული პაციენტი ფეხზე დააყენეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიო სენსაცია იტალიაში - მედიკოსებმა პარალიზებული მამაკაცის ფეხზე დაყენება შეძლეს. ხუთი წლის წინ, მიშელ როკატი მოტოციკლით ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მას ხერხემალი დაუზიანდა და ფეხები წაერთვა. აქამდე, ასეთი ტრავმის შემდეგ, დამოუკიდებლად არც ერთ პაციენტს არ გაუვლია. შვეიცარიელმა სპეციალისტებმა როკეტის ხერხემალში იმპლანტი გადანერგეს, რომელიც ელექტრულ იმპულსებს აგზავნის კუნთებში ანუ ტვინის მოქმედების იმიტირებას ახდენს. შედეგად, პაციენტს შეუძლია დამოუკიდებლად შეასრულოს ფიზიკური აქტივობა. ექიმები ამბობენ, რომ მიუხედავად ამ წარმატებისა, ტექნოლოგია ჯერ კიდევ დასახვეწია. ეს არ არის ზურგის ტვინის სრული გამოჯანმრთელება, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია პარალიზებული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, - ამბობენ შვეიცარიელი მკვლევარები.