რატომ აღვნიშნავთ შობას და ახალ წელს ორჯერ - ყველაფერი „ძველით ახალი წლის“ შესახებ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია. დღეს მთელი მსოფლიო ოფიციალურად გრიგორიანულ კალენდარს ეყრდნობა, რომელიც 1582 წელს პაპ გრიგოლ II მიერ გატარებული კალენდარული რეფორმის შემდეგ დამკვიდრდა ევროპაში. საქართველოში გრიგორიანული კალენდარი გასაბჭოების პერიოდში შემოიღეს. ამის პარალელურად, მართლმადიდებლური ეკლესია დღესაც დღესასწაულებს IV საუკუნეში დამკვიდრებული იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს. სწორედ ამიტომ ახალი წელი ორჯერ იზეიმება.

რას ნიშნავს და სხვა ქვეყნებშიც ზეიმობენ თუ არა ,,ძველით ახალი წელს" ?!

საქართველოში, ისევე როგორც ზოგიერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ახალი წლის დადგომას მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა I იანვარს ზეიმობს, თუმცა არსებობენ ერები, რომლებიც ამ დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავენ, I იანვარსა და 14 იანვარს, მათ შორისაა საქართველოც.

ორი ერთნაირი დღესასწაულის არსებობა გამოწვეულია ორი კალენდარული სისტემის არსებობით, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძველი და ახალი სისტემების ერთდროულად გამოყენებით. იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იულიუსის კალენდრის მიხედვით დამდგარი ახალი წელი, ანუ “ძველით ახალი წელი" ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება. საქართველოში ეს დღე ოფიციალურ დასვენების დღედ არაა გამოცხადებული, განსხვავებით I იანვრისაგან.

გარდა საქართველოსი, “ძველით ახალ წელს" ზეიმობენ რუსეთში, სერბეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, საბერძნეთში, რუმინეთში, მაკედონიაში, სომხეთში, ყაზახეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

საქართველოში “ძველით ახალი წლის" აღნიშვნის წესი დიდად არ განსხვავდება I იანვრისაგან, ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა, კვლავ ეწყობა ფოიერვერკი, მოკლედ, მხოლოდ სახელწოდებაა სხვაობა.

როგორ აღნიშნავენ ძველით ახალ წელს" სხვა ქვეყნებში?

მაგალითად, რუსეთში, ისევე როგორც ჩვენთან, 14 იანვრის დღესასწაული არაოფიციალურია.

ბელორუსიასა და უკრაინაში 13 იანვრის საღამოს “უხვს" უწოდებენ და 14 იანვარს განსაკუთრებული პურ-მარილით ეგებებიან.

სერბეთში მას “სერბულ ახალ წელს " უწოდებენ და დიდი ზარ-ზაიმით აღნიშნავენ.

საბერძნეთში 14 იანვარს წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ და ზოგიერთი მოსაზრებით, ახალი წლის ძველი სტილით აღნიშვნასთანაა დაკავშირებული.

საინტერესოა, რომ XXII საუკუნეში ორ კალენდარს შორის სხვაობა 13 დღის ნაცვლად, 14 დღე იქნება და შესაბამისად, ქრისტეშობისა და “ძველით ახალი წლის" დღესასწაულების აღნიშვნა, სავარაუდოდ, 1 დღით წინ გადაიწევს, ანუ 8 იანვარსა და 15 იანვარს მოუწევს.

 ქართული კალენდრის მიხედვით, ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ: აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში, ხოლო იანვარში ახალი წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი საეკლესიო დღესასწაული არ არის, ეკლესია მაინც ზეიმობს.

სასულიერო პირების განმარტებით, მრევლს თავისუფლად შეუძლია ორივე ახალი წელი იდღესასწაულოს.

მორწმუნე ადამიანებს ძველით ახალი წელი აძლევს საშუალებას, იზეიმონ ახალი წლის დადგომა, როდესაც მარხვა უკვე დასრულებულია, სწორედ ამიტომ ქართველების გარკვეული ნაწილი მხოლოდ  14 იანვარს აღნიშნავს.

შობის ბრწყინვალე დღესასწაული

ქრისტეს შობა ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება 25 დეკემბერს. შობის დღესასწაული სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა.

რას ნიშნავს „ძველი“ და „ახალი“ სტილი? რატომ ვდღესასწაულობთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი - 25 დეკემბერს?!

ქრისტეს შობამდე I საუკუნეში, 44 წელს, რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა ეგვიპტელი მეცნიერების დახმარებით ახალი კალენდარი შემოიღო.

2017 წელს, უკრაინა გახდა მეხუთე ქვეყანა, რომელმაც 25 დეკემბერი ოფიციალურად აღიარა მეორე დღესასწაულად და დასვენების დღედ. მანამდე უკრაინა, სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებთან ერთად, შობას ტრადიციულად 7 იანვარს აღნიშნავდა.

შობას 25 დეკემბერს და 7 იანვარს ოფიციალურად კიდევ ოთხი ქვეყანა აღნიშნავს, ესენია ბელარუსი, ერიტრეა, ლიბანი და მოლდოვა.

 

 ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი