ვაშლი კბილების მტერია?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლონდონის სტომატოლოგიის კოლეჯის სწავლულები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ზიანის მიყენების მხრივ, ვაშლი ოთხჯერ (!) აღემატება გაზიან ტკბილ სასმელებს. ინგლისელი დანტისტები შეეცადნენ, დაედგინათ კავშირი დიეტასა და კბილების მდგომარეობას შორის. მათ ექსპერიმენტში 18-დან 30-წლამდე ასაკის, 1 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ მათ, რომლებიც ვაშლს მიირთმევდნენ, ემალის დაზიანების ალბათობა 3.7-ჯერ უფრო მაღალი ჰქონდათ. კბილებზე მავნე ზემოქმედებით, ვაშლი ლუდზეც უარესი ყოფილა - ქარვისფერი სითხე კბილების დაზიანების რისკს მხოლოდ სამჯერ ზრდის. მეცნიერთა მოსაზრებით, ეს ხილი ადამიანის საერთო ჯანმრთელობისთვის მართლაც სასარგებლოა, მაგრამ კბილებს აზიანებს. როგორც მკვლევარები აცხადებენ, თუ ვაშლს რეგულარულად და ნელ-ნელა მიირთმევთ, მაღალი მჟავიანობა აუცილებლად აისახება  კბილების მდგომარეობაზე. უფრო მეტიც, ხილის ზოგიერთი ჯიში 4 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს, რაც პირის ღრუში მჟავიანობის დონეს მკვეთრად ზრდის. მის დასაწევად ერთი ჭიქა წყალი გამოგადგებათ, თუკი ვაშლის მირთმევისთანავე დალევთ.