„თეთრი სიკვდილი“ მამაკაცებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სუფრის მარილი ნამდვილად „თეთრი სიკვდილია“ - ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ იაპონელი მეცნიერები. მრავალწლიანი დაკვირვებისა და მრავალრიცხოვანი ანალიზის შედეგად, ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მარილიანი პროდუქტების გამოყენება კუჭის კიბოს განვითარების შანსს აორმაგებს. თანაც, ეს ტენდენცია მამაკაცებში უფრო აშკარად გამოხატულია. ამომავალი მზის ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით, გრანდიოზული სამუშაო ჩატარდა, რომლის დროსაც ონკოლოგები 11 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 40 ათასი საშუალო ასაკის იაპონელი მამაკაცის ცხოვრების სტილს აკვირდებოდნენ. მედიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ მათი კვების ყოველდღიურ რაციონს, სასმელისადმი მისწრაფებასა და მავნე ჩვევებს, რომლებიც უშუალო გავლენას ახდენენ ჯანმრთელობაზე. მიღებული მონაცემებით, მარილიანი საკვების მოყვარულ კაცებში კუჭის კიბოთი დაავადების განსაკუთრებული რისკი 500-დან ერთს ჰქონდა. ეს ორჯერ მეტია მაჩვენებელზე, რომელიც იმ მამაკაცებში დაფიქსირდა, რომლებიც თავს არიდებენ მარილის გამოყენებას. სიმსივნის საფრთხე მარილის მოყვარულ ქალებში გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა- 2 ათასი ქალიდან, კიბოს განვითარების რისკქვეშ, მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.