რესტორანში საპარიკმახერო გახსნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

McDonald’s-ის შვედურმა განყოფილებამ, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - სტოკჰოლმში მდებარე სწრაფი კვების ობიექტის შენობაში, ბარბერ-შოპი გახსნა. სადალაქოში, თმას გასული საუკუნის 90-იანი წლების სტილზე ჭრიან. ვარცხნილობა, რომელსაც Golden M ჰქვია, თავისი ფორმით, McDonald’s-ის ლოგოტიპს წააგავს. ერთ დროს, ასეთი ვარცხნილობით გამოირჩეოდნენ ლეონარდო დი კაპრიო და დევიდ ბექჰემი. ბარბერ-შოპის ონლაინ-რეკლამის გაშვებიდან ორ საათში, McDonald’s-ის სტილისტთან უკვე რიგი დადგა - თმის შესაჭრელად, ათობით ადამიანი ჩაეწერა.