ახალი წლის ფერი დაასახელეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფერის ამერიკული ინსტიტუტის - Pantone-ის (Pantone Color Institute) სპეციალისტებმა 2022 წლის მთავარი ფერი დაასახელეს. ეს ფერია ლურჯი, იასამნისფერ-წითელი ტონებით. ეს ფერი 17-3938 Very Peri ენერგიულ, სასიხარულო განწყობასა და დინამიურობას წარმოაჩენს, რომელიც თამამ შემოქმედებას ახალისებს, - აცხადებს ინსტიტუტის დირექტორი, ლეატრის ეისმანი. აღსანიშნავია, რომ Pantone არ არის  მოდის კანონმდებელი ტრენდულ ელფერებში. ის არ ადგენს ტენდენციებს, ის მხოლოდ ყოველწლიურ მონაცემებს აგროვებს და მას საკუთარ ანგარიშებში წარმოაჩენს. ეს ერთგვარი გზამკვლევი და გიდია მომავალი წლის ყველაზე პოპულარულ და მნიშვნელოვან ფერებს შორის. ინსტიტუტი წლის მთავარ ფერებს 2000 წლიდან ავლენს. ბევრი სპეციალისტის აზრით, ფერებისა და ელფერების საკითხებში, ის ინფორმაციის ყველაზე ავტორიტეტული და საყოველთაოდ აღიარებული წყაროა.