რომელია ყველაზე ძვირი ქალაქი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისრაელის დედაქალაქმა, პარიზსა და ჰონგ-კონგს ფასებით გადაასწრო და 2021 წელს, ცხოვრებისთვის ყველაზე ძვირი ქალაქად იქცა მსოფლიოში. კვლევაში - Worldwide Cost Of Living 2021, რომელიც ბრიტანულმა კომპანია Economist Group-მა ჩაატარა, 173 ქალაქი მონაწილეობდა. გასულ წელს, სიძვირის მიხედვით, თელ-ავივი რეიტინგში მეხუთე ადგილზე იყო პარიზის, ჰონგ-კონგის, ოსაკასა და ჟენევას შემდეგ. მისი ასეთი ნახტომი გამოწვეულია დოლარის მიმართ ადგილობრივი ფულის ერთეულის - შეკელის გაცვლითი კურსის ხანგრძლივი ზრდით, ასევე, კვების პროდუქტებისა და ტრანსპორტის გაძვირებით. პანდემიის დაწყებიდან, ისრაელის ვალუტა დოლართან მიმართებაში, თითქმის 10%-ით გამყარდა. ერთი თვის წინ, დოლარი 3.04 შეკელი ღირდა, რაც გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, პირველად დაფიქსირდა.