იაპონიაში მანქანებს დასაძინებლად ქირაობენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონიაში, ქარშერინგის (მანქანების გაქირავების) უდიდესმა ოპერატორებმა - Times 24 და Orix, მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ მათთან ისეთი კლიენტების რაოდენობა იზრდება, რომლებიც რეგულარულად ქირაობენ ავტომანქანებს, მაგრამ არსად არ მიდიან, ადგილიდანაც კი არ ძრავენ მას. კომპანიებში ეს საკმაოდ უცნაურად მოეჩვენათ და გადაწყვიტეს გაერკვიათ, რაში დასჭირდათ ამ ადამიანებს მანქანები. აღმოჩნდა, რომ ყოველი მერვე იაპონელი, „ქარშერინგს“ გადაადგილებისთვის კი არა, სულ სხვა მიზნებისთვის იყენებს. ყველაზე ხშირად, ნაქირავებ მანქანებს დასაძინებლად ან უბრალოდ, დასასვენებლად იყენებენ. ზოგი მას შემნახევლი საკნის ნაცლადაც ქირაობს - ჩანთებისა და პირადი ნივთების შესანახად. ზოგი იაპონელი კი ამჯობინებს, წყნარად მანქანაში დაჯდეს ნოუთბუქით, ვიდრე კაფეში. აღმოჩნდნენ ისეთი მოქალაქეებიც, რომლებიც ნაქირავებ ავტოებში სადილობდნენ - სასადილოში ან კაფეში წასვლის ნაცვლად, უახლოეს მაღაზიაში ყიდულობენ მზა საკვებს და ავტომობილში მიირთმევენ.