იაპონურმა ბრენდმა, ნაბახუსევისთვის კონსერვირებული წვნიანი გამოუშვა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონურმა ბრენდმა Nagatanien, კონსერვირებული სუპ-მისო გამოუშვა მოლუსკებით, რომელსაც, მწაროელებლთა მტკიცებით, სამკურნალო თვისებებისა და ნაბახუსევის სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია. კონსერვის თითო ქილა 70 მოლუსკს შეიცავს, რომელიც მდიდარია ამინომჟავა ორნიტინით. ეს ნივთიერება სტრესის დონის დაქვეითებაში ეხმარება ადამიანს, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და ძილის ხარისხს აუმჯობესებს. გარდა ამისა, ორნიტინი ღვიძლის მუშაობას უწყობს ხელს, ალკოჰოლის მიღების შემდეგ მას მავნე ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. წვნიანის შექმნელები აღნიშნავენ, რომ ძველ დროში, ამომავალი მზის ქვეყანაში, მოლუსკებს მაშინ მიირთმევდნენ, მხიარულად გატარებული ღამის შემდეგ, ნაბახუსევს რომ გამკლავებოდნენ. ახალი წვნიანი იაპონიის მაღაზიებსა და სავაჭრო ავტომატებში 121 იენი (დაახლოებით 1 დოლარი) ღირს.