სფინქსების განახლებული ხეივანი გაიხსნა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეგვიპტეში, ქალაქ ლუქსორში, არქეოლოგიური გათხრებისა და რეკონსტრუქციის შემდეგ, სფინქსების ხეივანი გაიხსნა. ცნობილია, რომ ადრე, 3000-წლიანი ისტორიის მქონე ხეივანს „ღმერთის გზა“ ეწოდებოდა და მასზე ფარაონების პროცესიები იმართებოდა. გზის სიგრძე, დაახლოებით, 3 კილომეტრია, სიგანე კი 80 მეტრი. ხეივანში ნაწილობრივ ან სრულად შემორჩენილი 1057 ქანდაკება დგას. სფინქსების ხეივანი 1949 წელს აღმოაჩინეს, როდესაც არქეოლოგებმა ქვიშაში მითიური არსებების 8 ქანდაკება იპოვეს.