Menu

 

განსაკუთრებით ბევრია შემთხვევა, როდესაც ცალკეული ფიზიკური თუ იურიდიული პირები სხვადასხვა სახის ავტომანქანას უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს (მაგალითად, ერთ-ერთმა ფიზიკურმა პირმა სახელმწიფოს 81 000 ლარის ღირებულების BMჭ მარკის ავტომობილი აჩუქა). კომპანია „მათე მოტორსმა“ 66 497 ლარის ღირებულების „ტოიტა პრადო“ გადასცა სახელმწიფოს. საქველმოქმედო ფონდმა „ცისკარი“ 300 000 ლარზე მეტი ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო შპს Mელვალე ჩორპორატინ-მა 216 960 ლარის ღირებულების დამცავი ფარები აჩუქა სახელმწიფოს. საქართველოს სპორტულმა საზოგადოება „მართვემ'' კი 800 000 აშშ დოლარად შეფასებული, თბილისში, ცოტნე დადიანის #134-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (16 994 კვ.მ.) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. ამავე პერიოდში, შპს „გოგირდის აბანომ“ 650 000 აშშ დოლარად შეფასებული შენობა-ნაგებობები გადასცა სახელმწიფოს. 2006 წელს ერთ-ერთი ყველზე მაღალი ღირებულების უძრავი ქონება _ 1 227 554 ლარად შეფასებული თბილისში, დადიანის ქუჩა #28-ში მდებარე შენობა, საერთო ფართით 412 კვ.მ. და მისი მიწის ნაკვეთი _ ფართით 566 კვ.მ. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მეხსიერების ბარათი

 

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ამბობენ, სამი ქართველი უკვე პარლამენტიაო. სამ ქართველს გააჩნია, მაგრამ, როცა ორი ქართველი საუბრობს, აუცილებლად ახსენებს მიხეილ სააკაშვილის დედას, რომელმაც თავის დროზე ძალიან საეჭვო ვითარებაში, ჩალის ფასად შეიძინა ტექნიკური უნივერსიტეტის ორი _ მეხუთე და პოლიკლინიკის კორპუსი. პოლიკლინიკა იქიდან გაასახლეს და მეორე კორპუსში გადააბარგეს, შემდეგ მიიტაცეს ასევე ვეებერთელა სტადიონი, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებაში უნდა ყოფილიყო და უცებ აღმოჩნდა „საქართველოს უნივერსიტეტის“ საკუთრება. ამ უნივერსიტეტის მფლობელი კი გიული ალასანიაა.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აი, კიდევ რას წერდა მაშინ ქართული პრესა: ,,პორტუგალიურმა გამოცემამ ჩორრეიო და მანჰა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო-ს სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ჩასულმა ქართულმა დელეგაციამ მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავა. ხმაურის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ქართულ დელეგაციას სასტუმროს ადმინისტრაციასთან პირადად უჩივლა. გამოცემის თანახმად, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ხელშეკრულება გაუფორმეს. ქართულ დელეგაციას შეუერთდა რამდენიმე სომეხი დელეგატიც. პოლიციამ ერთ-ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იცნო. შემთხვევა სასტუმროშივე დასრულდა, თუმცა პოლიციის მიერ ინციდენტის სტატუსით ოფიციალურად დარეგისტრირდა''. „...ხოლო „აგვისტოს ხუთი დღის“ ნახვის შემდეგ რეჟისორმა განაცხადა, რომ ორჯერ იტირა. რურუამ თქვა, რომ ფილმი „მძიმე და დინამიურია“. „კინოთეატრ „რუსთაველში“ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერა დასრულდა. მსახიობებმა და ფილმის შემქმნელებმა კინოთეატრი თვალცრემლიანებმა დატოვეს. ფილმმა ჰოლივუდის მეგავარსკლავი შერონ სტოუნიც აატირა, თუმცა, ის ჟურნალისტებთან არ შეჩერებულა. როგორც ფილმის რეჟისორმა რენი ჰარლინმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას ფილმი უკვე ნანახი აქვს, დარბაზში ფილმის ყურებისას ცრემლები ორჯერ წამოუვიდა. მისი თქით, ეამაყება, რომ გადაიღო ფილმი, რომელიც საქართველოსა და ქართველებზეა''.


---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რომში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი სარგებლობდა ჟუმეირაჰ GRAND HOTEL VIA VENETO-ს მომსახურებით, სადაც 15-16 ივნისის სტუმრობისას პრეზიდენტმა გადაიხადა 7 000 დოლარი. აღნიშნული თანხიდან ოთახის ხარჯმა შეადგინა 900 დოლარი, დამატებით 3 500 დოლარი იქნა გადახდილი სასტუმროს პაკეტისთვის, ხოლო 1900 დოლარი დაემატა ოთახიდან გვიან გასვლისთვის.
ავსტრიაში ყოფილი პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხულია დაახლოებით 11200 დოლარი, საიდანაც სასტუმროს ხარჯებმა შეადგინა 6200 დოლარი. ერთ ღამეში სასტუმრო HOTEL შაცჰერ ჭიენ-ში გაჩერებაში ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა გადაიხადა დაახლოებით 4100 დოლარი, ხოლო დამატებით 2100 დოლარი შეადგინა ნომრიდან გვიან გასვლის ხარჯმა.
რაც შეეხება საბერძნეთში ვიზიტს, მისი მთლიანი ხარჯი იყო დაახლოებით 9500 დოლარი. საბერძნეთში ორი ღამით გასაჩერებლად ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა სასტუმრო Divani Apollon Palace & SPA აირჩია, რომლის მთლიანმა ღირებულებამაც 3200 დოლარამდე შეადგინა.
2013 წლის ზემოთ მოყვანილი 7 ვიზიტის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ თუკი სასტუმროს ნომრის ხარჯი შეადგენდა დაახლოებით 61 000 დოლარს, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და ნომრიდან გვიან გამოსვლის საფასური კიდევ დამატებით 39 000 დოლარი იყო. სხვა სიტყვებით, აღნიშნული ვიზიტების შემთხვევაში, სასტუმროს ნომრის ღირებულების 64% დამატებით იქნა გადახდილი“.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

,,პრეზიდენტისგან დიდი კეთილშობილება იყო, ჯერ თავისი რეზიდენციის ჩვენება სანაპიროზე ბათუმში, მეორე დღეს კი თბილისში ჩავფრინდით.
პრეზიდენტს იმდენი დაცვა ჰყავს, მეც გამიზიარა. მათ უბრძანა, თვალი არ მოეშორებინათ ჩემთვის, ამიტომ სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. ისინი ყველანი ძალიან პუნქტუალურები არიან, პროფესიონალები, მათ შეიძლება დაეყრდნო, ეს მართლაც საოცარია.
კვლავ ვივახშმე პრეზიდენტსა და მის შეიარაღებულ გარემოცვასთან ერთად შესანიშნავ რესტორანში, მაგარია როგორ ახდენენ ეს მცველები უსაფრთხოების ორგანიზებას? დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე კილომეტრში დგანან პოლიციელები, მცველები. ეს უსაფრთხოების მოქნილი სისტემაა. სანამ მისტერ პრეზიდენტს გავიცნობდი, ვფიქრობდი, რომ „როლინგ სტოუნზი“ იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა. ძალიან მომწონდა დაცვასთან ურთიერთობა. ჩემს გვერდით ყოველთვის იყო ერთი-ორი კარგი აღნაგობის შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც კარს მიღებდა და ჩემს მაგივრად იხდიდა ფულს“.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მიხეილ სააკაშვილმა კომპანია რედმან ფედერატიონ ინც-ს ყოველგვარი საინვესტიციო ვალდებულების გარეშე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში 1 ლარად თითქმის 9 ჰექტარი მიწა გადასცა. პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კომპანია რედმან ფედერატიონ ინც-ს სააკაშვილმა 2011 წლის 3 აგვისტოს მისცა. დოკუმენტში არ არის მითითებული, ვინ არის კომპანიის მესაკუთრე ან წარმომადგენელი პირი. კომპანია პანამაში, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომპანია 9 მილიონ დოლარად შეფასებული მიწების ლარად შესყიდვამდე ორი თვით ადრე _ 2011 წლის 3 ივნისსაა დარეგისტრირებული.
ნაციონალებისდროინდელი ჩვეულებრივი ამბები, ნაციონალებისდროინდელი ყოველდღიურობა, ნაციონალებისდროინდელი რუტინა...

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე 7-10 აგვისტოს კოჯორსა და ტაბახმელაში მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა-გადაფორმებით იყო დაკავებული. დარბოდა რეესტრში, ნოტარიუსებში, ბანკებში, აწერდა ხელს და ანგარიშობდა, რა შემოსავალი მოუტანა მიწებით ვაჭრობამ და... ჯერ კიდევ უპატრონოდ ეყარა ომში დაღუპული მებრძოლების ცხედრები და ასე იყო მანამ, სანამ ეს მძიმე მისია, ცხედრების გადმოსვენება, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა არ აიღო საკუთარ თავზე.


---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

„კოკოითი, ფანდარასტ!“ («Кокойты, фæндараст!») ოსური და ქართული საზოგადოებრივი მოძრაობა 2007- 2008 წლებში, რომელიც მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ. (სიტყვა „фæндараст“ ოსურიდან ითარგმნება როგორც ,,მშვიდობით'', ,,გზა დამილოცნია'', ,,წადი მშვიდობით''). ასევე, მოძრაობის ერთ-ერთი მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, _ ვკითხულობთ ქართულ ,,ვიკიპედიაში''. ვინ ჩაწერა და ვისი დავალებით _ ეს ახსნას არ საჭიროებს, ისედაც გასაგებია.


---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხულობ და გიკვირს: საქართველოსთვის გამარჯვებები მოუპოვებიათ: ჯორჯ ბუშს და ანდრო ბარნოვს, ჯონ მაკკეინს და ერეკლე კოდუას, ლეხ კაჩინსკის და ვახტანგ კიკაბიძეს, ილჰამ ალიევს და ნიაზ დიასამიძეს, ვალდას ადამკუსს და გიორგი პაპუაშვილს, დავით ბაქრაძეს, დავით ბეჟუაშვილს, კოტე კუბლაშვილს...

   

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------აგვისტოს ომის შემდეგ, მალევე, გავრცელდა ჭორი, თითქოს სააკაშვილმა თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ბოლო მომენტში დაცვამ იარაღი ხელიდან გამოგლიჯა... ამდენი წლის შემდეგ კი არა, უკვე მაშინ ხვდებოდა ყველა, რომ ამ ხმის ავტორიც და გამავრცელებელიც თავად სააკაშვილი იქნებოდა. დამარცხებული მთავარსარდალი თავს დამარცხების გამო იკლავს, სააკაშვილმა კი, 2008 წლის 12 აგვისტოს დამარცხება, ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა, ასიათასობით ადამიანის საკუთარი მიწა-წყლიდან გამოდევნა და ასეულობით თანამოქალაქის სიკვდილი რუსთაველის გამზირზე იზეიმა.


---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ასეთი პატიმარი ბევრი იყო, რადგან ბევრი იყო ასეთი მამედოვი. ასეთი ცრუ მოწმეები სასამართლოს დარბაზიდან სასამართლოს დარბაზში გადადიოდნენ, აძლევდნენ ჩვენებას და ადამიანი იყო განწირული _ აწამებდნენ ელექტროშოკით, გააუპატიურებდნენ, დაუმსხვრევდნენ ხერხემლის მალებს, წაართმევდნენ მხედველობას, სმენას და თუ მაინც ცოცხალი გამოაღწევდა, ოჯახში მისულს დახვდებოდა ლოგინადჩავარდნილი მშობლები, შეშინებული, ნახევრად შეშლილი მეუღლე და შვილები, რომლებსაც მომავალი აღარ ჰქონდათ. დიდი ალბათობით, ბინაც აღარ დახვდებოდა, იცხოვრებდა ნაქირავები მიწურის ყველაზე ბნელ კუთხეში, ინვალიდის სავარძელში, ნახევრად უსინათლო, სმენადაქვეითებული... და მეტყველების უნარი უკვე თავისთავად წაერთმეოდა.


---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კლავდნენ სრულიად მიზანმიმართულად, განსაკუთრებული სისასტიკით. იყო შემთხვევითი მსხვერპლიც, თუმცა შემთხვევით მკვლელებს მაინც აჯილდოვებდნენ, რადგან მართალია, უნებლიედ, მაგრამ მათაც შეჰქონდათ მცირედი წვლილი იმ ,,სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში'', რასაც საზოგადოების დაშინება ერქვა, დაშინებული საზოგადოება კი იმის გარანტია იყო, რომ 20 წელი მაინც იქნებოდნენ ხელისუფლებაში, დანარჩენი შემდეგ გამოჩნდებოდა.


---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რაც დრო გადის, ნაკლებად ვიხსენებთ ირაკლი ოქრუაშვილს, სააკაშვილის მეორე „მე“-ს _ შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს, ყოფილ გენპროკურორს, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რთვლის გენერალს, ქართველი გლეხებისა და ქართველი ჯარისკაცების რისხვას, რომელმაც ეკონომიკის მინისტრობა ვერ აიტანა, პირველ „მე“-ს გაემიჯნა, ე.წ. „ვარდების რევოლუციის მეოთხე წლისთავზე მეორე „მე“-ს გარეშე დატოვა და საკუთარი პარტია შექმნა.

 


---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ჩვენც, ყველანი, მთელი ქართული, და არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, იქ მოვედით გონს, სადღაც, ძალიან ვიწრო საკანში, ბეტონის იატაკზე და ვერ წარმოვიდგენდით, თუ ნაციონალურ მოძრაობად წოდებული ბანდა, სულ მცირე, 20 წელი მაინც არ იქნებოდა ხელისუფლებაში. ამ ოც წელიწადში ცხოვრებიდან უნდა წასულიყო ერთი თაობა, უნდა ჩარეცხილიყო მეორე თაობა, ხოლო მესამე თაობას, ვინც ნაციონალების ზეობის დასაწყისში ის-ის იყო იწყებდა დამოუკიდებელ ცხოვრებას, მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ შთაბეჭდილებებით დამძიმებულს უნდა გაეტარებინა, საგულდაგულოდ დანომრილი დაწესებულების საგულდაგულოდ დანომრილი საკნიდან რომ გამოყვა.

back to top