წნევის სამკურნალო პომიდორი შეიქმნა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამომავალი მზის ქვეყანაში, გაყიდვაშია პომიდორი, ოღონდ შესწორებული გენომით - მასში ხუთჯერ მეტი გამა-ამინომჟავებია. ის არტერიულ წნევას აქვეითებს და გულის რიტმს ანელებს. ამგვარად, ახალი პომიდორი ადამიანებს წნევის დარეგულირებაში უნდა დაეხმაროს. ახალ ჯიშს Sicilian Rouge High GABA უწოდეს, რომელიც კუმამოტოს პრეფექტურაში მოჰყავთ. აღსანიშნავია, რომ პომიდორი შესწორებული გენომით - პირველი პროდუქტია იაპონიის ბაზარზე. გენმოდიციფირებული ბოსტნეულისგან იმით განსხვავდება, რომ მის დნმ-ში არ არის ხელოვნური გენი. პომიდორი CRISPR/Cas -ის ტექნოლოგიის დახმარებით გამოიყვანეს.