ყველაზე უჩვეულო სასამართლო პროცესები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადამიანის არსებობის ისტორიის მანძილზე, ყველა დროში მიიჩნეოდა, რომ სასამართლოში იმის გამო მიდიან, სამართლიანობას მიაღწიონ. თუმცა, ბოლო დროს თემიდას საკმაოდ სასაცილო და ზოგჯერ უსაფუძვლო სარჩელებითაც მიმართავენ. მაგალიტად, მოპარული ზღვის ტალღის, ანდა უიღბლო სუიციდის გამო, სარჩელი კი უფლის წინააღმდეგაც შეაქვთ. ყველა ასეთ ადამიანს მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს - ფული არაფრისგან იშოვოს. აი, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა: ერთმა მოხუცმა ქალბატონმა სასამართლოში უჩივლა მიკროტალღური ღუმელების მწარმოებელ ფირმას იმის გამო, რომ ინსტრუქციაში არ მიუთითეს, იქ კატის შეწვა რომ არ შეიძლებოდა. ამ უბედური შემთხვევის შემდეგ, სასამართლომ კომპანიას მოხუცისთვის დიდი თანხის გადახდა და ღუმელის ინსტრუქციაში შესაბამისი ცვლილების შეტანაც დაავალდებულა.

ამერიკელმა ლუდის მოყვარულმა მამაკაცმა, რიჩარდ ოვერტონმა სარჩელი შეიტანა კომპანია Anheuser Busch-ის წინააღმდეგ. ის ლუდის მწარმოებლისგან 10 ათასი დოლარის კომპენსაციას ითხოვდა არასანდო რეკლამის გამო. ოვერტონე ამტკიცებდა, რომ ამ ლუდის განუსაზღვრელი რაოდენობით მიღება არანაირად არ იწვევდა ნახევრადაშიშველი ქალის „გაჩენას“, როგორც რეკლამაში იყო მითითებული. თქვენ წარმოიდგინეთ, მან მოიგო სასამართლო, ოღონდ სარჩელის მეორედ შეტანის შემდეგ.

1998 წელს, პენსილვანიელი ტერენს დიქსონი შეეცადა, ავტოფარეხის გავლით გამოსულიყო სახლიდან, რომელიც გაქურდა. ავტოსადგომის კარი გატყდა და მან ვერ შეძლო მისი გაღება, ვერც სახლში შებრუნდა, რადგან მისი კარი გამოსვლისას ჩაიკეტა. ტერენსი ავტოფარეხში რამდენიმე დღით ჩაიკეტა და ძაღლის საკვებით იკვებებოდა. გათავისუფლების შემდეგ, სახლის პატრონებს უჩივლა და ისინი მისთვის „ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენებაში“ დაადანაშაულა. გაოცდებით, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მძარცველმა ნახევარი მილიონი დოლარის კომპენსაცია მიიღო.

2007 წელს, ნებრასკას შტატის სენატორმა, ერნი ჩემბერსმა სასამართლო გარჩევები დაიწყო... უფლის წინააღმდეგ! ის შემოქმედს იმაში სდებდა ბრალს, რომ ადამიანებს სასტიკად ექცევა, მათ სხვადასხვა დაავადებასა და კატაკლიზმებს უგზავნის.

1974 წელს, მოსამართლე ფრენსის კორნიში საკუთარ თავს ასამართლებდა. ბრალს იმაში სდებდა, რომ საჯარო ადგილზე, სასამართლოს წარმომადგენელმა ის მთვრალი ნახა. კორნიშმა საკუთარ თავს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 5 დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა, თუმცა მერე გააუქმა სასჯელი, წარსულში „ბრალდებულის“ იდეალური ქცევის გამო.

2004 წელს, შრი-ლანკაზე მამაკაცს იმის გამო ასამართლებდნენ, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, დარბაზში დაამთქნარა. თურმე, ეს ისე გემრიელად და მოურიდებლად გააკეთა, რომ მოსამართლე წყობიდან გამოიყვანა. სასამართლოს უპატივცემულობის გამო, მამაკაცი ერთი წლით ციხეში ჩასვეს.

ოკლაჰომაში მცხოვრებმა ოჯახმა, კომპანია „ჰაინცს“ სასამართლოში უჩივლა, რადგან მათი განცხადებით, „კეტჩუბის“ ქილაში 42 გრამი პროდუქტი რჩება და არ ჩამოდის. თემიდას გადაწყვეტილებით, კომპანიას წყვილისთვის 180 ათასი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

2006 წელს, შანხაიში მცხოვრები ახალგაზრდა სასამართლოს წინაშე იმის გამო აღმოჩნდა, რომ ინტერნეტ-აუქციონზე, გასაყიდად საკუთარი სული გაიტანა. მას განუმარტეს, რომ ლოტი აუქციონზე მხოლოდ მისმა მფლობელმა შეიძლება გაიტანოს, ხელახლა მონაწილეობისთვის კი ახალგაზრდას წერილობითი ნებართვა მოსთხოვეს „უზენაესისგან“.

ამერიკელი მამაკაცი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ცნობილ კალათბურთელ მაიკლ ჯორდანს, სასამართლოში, სწორედ მის ორეულს უჩივის. მიზეზი ის არის, რომ სპორტსმენთან ასეთი მსგავსება მას მხოლოდ ტკივილს აყენებს, ხშირად აედევნებიან ხოლმე და დასცინიან კიდეც.