როგორია კახა კალაძის „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პროექტების სრული ჩამონათვალი, რომლებიც 2018-2021 წლებში, თბილისში განხორციელდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ორიოდე დღე გვაშორებს. მერობისა და საკრებულოების წევრობის კანდიდატებს სულ ცოტა დრო რჩებათ და „ვერსია“ იმ პროექტებით დაინტერესდა, რომლებიც დედაქალაქის ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა აქამდე განახორციელა. „ჩვენ ერთნი ვართ - მე და თქვენ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. თბილისი კვლავ გაიმარჯვებს“, - მიმართა კახა კალაძემ ამომჩევლებს და ოთხწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თუმცა, იქვე დასძინა, რომ თბილისს ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს დასაძლევი და ამ პრობლემების გადასაჭრელად, მეორე ვადით კენჭისყრა ამიტომაც გადაწყვიტა. „მეძლევა შესაძლებლობა, დაწყებული რეფორმები თავად გავაგრძელო და სიცოცხლით სავსე ქალაქში, სიცოცხლით გავავსოთ თითოეული თბილისური უბანი თუ ეზო... დღეს, ზუსტად ვიცი, რა სჭირდება მთაწმინდას, საბურთალოს, კრწანისს, ვაკეს, გლდანს, ნაძალადევს, ისანს, სამგორს, დიდუბესა და ჩუღურეთს“...

 

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა

ამისთვის, თბილისის ბიუჯეტში 44 000 000 ლარია გათვალისწინებული. უკვე განხორციელდა 320 საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტი; 700 სპორტული პროექტი და ინიციატივა; კულტურის განვითარების 700 პროექტი.

სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშესაწყობად, 5 000 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური; 1 400-მა მაგისტრანტმა მიიღო მერიის სტიპენდია, ხოლო 4 000-მა - გაიარა პროფესიული მომზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი, რომლის ფარგლებშიც, 80% უკვე დასაქმდა.

ინკლუზიური პროგრამა - ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურება 30 საჯარო სკოლის შშმ მოსწავლეებსა და პარასპორტსმენებს; თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, 15 პარასპორტულ სახეობაში ვარჯიშობს 217 პარასპორტსმენი; დაფინანსდა 40 სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროექტი.

არაფორმალური განათლების მხარდაჭერა - ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 11 000 000 ლარი. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში, 5 000 მოსწავლე ჩართულია საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობაში, ხოლო 1 200 მოსწავლე უფასოდ სწავლობს.

დაფუძნდა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი; ყოველწლიურად ტარდება 200-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 30 000-მდე ახალგაზრდა; თბილისის სსხვადასხვა რაიონში, მოსწავლე ახალგაზრდობის 9 სახლია, რისთვისაც ბიუჯეტში 2 300 000 ლარია გამოყოფილი; 3 500 ახალგაზრდა ჩართულია საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სპორტულ წრეებში; თბილისის მერია აფინანსებს 2 000 ახალგაზრდის სწავლას.

სახელოვნებო სკოლები - თბილისში, 34 სახელოვნებო სკოლაა, რისთვისაც ბიუჯეტში 2 400 000 ლარია გათვალისწინებული. აქედან ფინანსდება 660 მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე; 700 მოსწავლე კი არამოთხოვნადი სპეციალობების შენარჩუნების მიზნით.

მუზეუმები - ამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში 6 000 000 ლარია გათვალისწინებული. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს; კოტე და სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმს; გალაკტიონის სახლ-მუზეუმს; ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს; მერიამ გამოისყიდა მერაბ კოსტავას მუზეუმის შენობა, მზადდება რეაბილიტაციის პროექტი;

მუზეუმებში ამოქმედდა 32 „ვორქშოფი“ და საგანმანათლებლო პროგრამა და ამაში ჩართულია 5 000 მონაწილე.

 

მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკა

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი, დაპირებული 1 მილიარდი ლარის ნაცვლად, 1 192 526 769 ლარია. აღსანიშნავია, რომ 2018-2021 წლებში, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული მიმდინარე პროექტების ჯამური ბიუჯეტი 4 791 361 419 ლარია. აქედან, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - 1 937 836 264 ლარი, ხოლო სოციალურ პროექტებზე - 1 343 956 160 ლარი დაიხარჯა.

ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან 284 000 000 ლარის დაფინანსება მოიზიდა.

მოზიდული ინვესტიციები - თბილისის გარე განათების პროექტის განსახორციელებლად, დედაქალაქის მერიამ 100 000 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა; რადიოქალაქის განვითარების პროექტის საპრივატიზაციო საფასური 23 000 000 ლარი იყო, რისთვისაც 8 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდეს; ღბილისის ანძის განვითარების პროექტისთვის მერიამ 5 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა; გადასასვლელი ხიდების პროექტის ფარგლებში, 16 ადაპტირებული ხიდი განხორციელდა, რასაც 10 000 000 ლარის ინვესტიცია დასჭირდა; კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დასაკმაყოფილებლად, 150 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

თბილისის მერიისა და ევროკავშირის თანამშრომლობით, შეიქმნა ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“, რომლითაც 4 310-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. მთლიანობაში, პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარებმა 1 560 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდეს.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერა - ამ მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, გამოფენა-გაყიდვა „თბილისის ბაზარი“ გაიმართა. ამ ღონისძიებაში 1 233 ინდმეწარმე მონაწილეობდა, ხოლო გამოფენა-გაყიდვის ბრუნვა 3 342 696 ლარი გახლდათ. მერიის ინიციატივით, მთლიანობაში 100-მდე ბაზრობა გაიმართა.

მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად, მერიამ ფესტივალი - „გაუსინჯე თბილისს გემო“ დაგეგმა. ფესტივალში 271 მეწარმე მონაწილეობდა, ჯამში 7 ფესტივალი გაიმართა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 682 062 ლარი გახლდათ.

ბიზნესის მხარდასაჭერად, მერიამ კიდევ ერთი პროექტი - COVID-19 დახმარება ბიზნესს განახორციელა. პროექტის ფარგლებში, 1 000 ბენეფიციარი 2 000 000 ლარით დააფინანსეს. კერძოდ, 360 რესტორანი და კვების ობიექტი 1 885 000 ლარით დაფინანსდა; ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო ინდუსტრიის სუბსიდიის სახით, 1 640 679 ლარის დაფინანსება 557-მა ბიზნესსუბიექტმა მიიღო.

გარდა ამისა, დაწესდა სამშენებლო და ფინანსური შეღავათები დაუსრულებელი მშენებლობებისთვის.

 

ურბანული პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, რომ უკვე დამტკიცდა თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმა; აღდგა თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონა; აიკრძალა სამშენებლო კოეფიციენტების გადამეტება; არ გაცემულა არცერთი სამშენებლო ნებართვა სკვერის, პარკისა და სპორტული სივრცის ტერიტორიაზე.

გენერალური გეგმით, დამატებით განისაზღვრა 4 000 000 კვ.მ. მწვანე სივრცე; ხოლო 138 000 000 კვ.მ.-ზე გავრცელდა სატყეო ზონა.

მნიშვნელოვანია, რომ 466 ავტოფარეხის ნაცვლად, მოეწყო 34 სკვერი. მსხვილი არეალების რეაბილიტაციის ნაწილში, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. კერძოდ:

ორბელიანის მოედანს და მიმდებარე ქუჩებზე მდებარე 22 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია, მათ შორის, 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 80 000 000 ლარი გამოიყო;

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩებზე მდებარე 30 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია, მათ შორის, 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამისთვის ბიუჯეტიდან 100 000 000 ლარი გამოყვეს;

ჩატარდა დედაენისა და 9 მარტის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც ბიუჯეტიდან 26 372 000 ლარი გამოიყო.

ამჟამად მიმდინარეობს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია, რისთვისაც ბიუჯეტიდან 33 000 000 ლარია გამოყოფილი; კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია - ბიუჯეტიდან 13 832 000 ლარია გამოყოფილი და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია - ბიუჯეტიდან 3 300 000 ლარია გამოყოფილი.

 

ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა

კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა 5 400 000 კვ.მ. ფართობის გზის საფარ, რეაბილიტირდა 903 ქუჩა, ხოლო სამუშაოები ჩატარდა 422 ქუჩაზე.

2018-2021 წლებში, „თბილისის განვითარების ფონდის“ პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა. მათგან 74 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია - ამისთვის ბიუჯეტიდან 200 000 000 ლარი გამოყვეს.

ხიდები და გზაგამტარები - აშენდა 3 ახალი გზაგამტარი და რეაბილიტირდა 10 ხიდი; კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე მოეწყო სატრანსპორტო გზაგამტარი; რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მდ. ვერაზე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან) მდებარე საქვეითო ხიდს; მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მოეწყო ორდონიანი კვანძი; მდინარე მტკვარზე ჩატარდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია; გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, კერძოდ, მდ. გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია განხორციელდა; ამავე პერიოდში, ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარი აშენდა, ხოლო მასთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობისა და რეაბილიტაციისთვის 58 პროექტი განხორციელდა; 1800-მდე ოჯახი ცენტრალურ ქსელზე დააერთეს; წყალგაყვანილობის ქსელი 1200-მდე აბონენტთან შეიყვანეს; საყრდენი კედელი მოეწყო 383 მისამართზე; გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა 355 ავარიულ საცხოვრებელ სახლს; მიმდინარეობს 62 ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება.

 

სატრანსპორტო პოლიტიკა

თბილისის ავტოპარკში 680 ახალი, თანამედროვე და ევროპული სტანდარტის ავტობუსია. სრულად ჩანაცვლდა ყვითელი ავტობუსები, რისთვისაც ბიუჯეტში 375 000 000 ლარია გათვალისწინებული.

2018-2021 წლებში, მერიამ მთლიანობაში შეიძინა 536 ერთეული ახალი ავტობუსი; მერია დამატებით შეისყიდის 180 ერთეულ 8-მეტრიან და 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსებს.

დაინერგა ახალი, სამდონიანი სატრანსპორტო ქსელი; ქალაქის მასშტაბით დაიხაზა 34.5 კმ. ავტობუსის განცალკევებული ზოლი.

მიკროავტობუსები - 2021 წლის ბოლოს, თბილისს დაბალი გამონაბოლქვის ევროპული სტანდარტის 1 000 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება. ახალ მიკროავტობუსებში დაინერგება გადახდის სრულად ელექტრონული სისტემა; 2020 წელს, მერიამ შეიძინა 300 ერთეული ახალი მიკროავტობუსი; 2021 წლის ბოლომდე, დამატებით, 700 ერთეული მიკროავტობუსი შემოვა.

მეტრო - თბილისს დაემატა 12 ახალი შემადგენლობა; კაპიტალურად შეკეთდა 79 ვაგონი; 2021 წელს, შეკეთდება 20 ვაგონი; მომდევნო ორი წლის მანძილზე, შემადგენლობა განახლდება 40 ვაგონით.

ინტეგრირებული ტარიფი - საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქმედ გადახდის ერთიან სისტემას დაემატა ახალი მიკროავტობუსები; ამოქმედდა საბანკო ბარათებით გადახდა ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი, ახალი მიკროავტობუსი); პირველი მგზავრობიდან 90 წუთის განმავლობაში, მგზავრებს შეუძლიათ სხვა ტრანსპორტით უფასო მგზავრობის გაგრძელება.

ტაქსების რეფორმა - 2018 წლის 1 ოქტომბრიდან, სავალდებულო გახდა ტაქსების რეგისტრაცია; 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენა საჭიანი და განსხვავებული ფერის მანქანების შეზღუდვაზე; მერია ტაქსის მძღოლებს თეთრად გადაღებვის, ან ფირის გადაკვრის ვაუჩერები გადასცა; A კატეგორიის ტაქსებზე გაიცა ერთიანი სტანდარტის მანათობელი ნიშნები, წარწერით - „TAXI თბილისი“; დარიგდა ქიმწმენდის ვაუჩერები.

თბილისის პარკინგი - პარკირების ოპერატორის ფუნქცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა; განისაზღვრა ზონალური პარკირების 5 933 ადგილი; ზონალური პარკირება უფასოა, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე, შშმ პირებისა და ელექტრომობილებისთვის; 38 ლოკაციაზე, მოეწყო ელექტრო დამტენის სადგურები.

 

გარემოს დაცვის პოლიტიკა

ამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში 195 000 000 ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ განახლდა 100 ჰა რეკრეაციული სივრცე; მოეწყო 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 მწვანე კუნძული; 14 000 ჰა-ს მიენიჭა სატყეო ზონის სტატუსი; გაშენდა 20 ჰა ტყე; დაირგო 28 000 მწვანე ნარგავი; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 შადრევანს; სარეაკრეაციო სივრცე აქვს ყველა ახალ მშენებლობას; დაირგო 73 000 ძირი ხე; 215 000 ძირი მწვანე ნარგავი; 142 000 ბუჩქი და ბალახოვანი მცენარე.

რაც შეეხება რეაბილიტირებულ პარკებს, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი, რომელიც 72 000 კვ.მ.-ია - 4 500 000 ლარი დაჯდა, ხოლო მზიურის პარკის რეაბილიტაცია - 7 800 000 ლარი; მოსკოვის გამზირზე ორკილომეტრიანი შუა ზოლის სრული რეაბილიტაცია, რაც 15 000 კვ.მ.-ია - 3 500 000 ლარი, ხოლო პროექტი „ადამიანი და მზე“ - 3 600 000 ლარი; ვასო გოძიაშვილის პარკის 35 000 ლვ.მ.-ის რეაბილიტაცია 1 900 000 ლარი დაჯდა, ხოლო დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია - 17 500 000 ლარი.

რაც შეეხება ახალი პარკების მშენებლობას, ცენტრალური პარკს იპოდრომზე, აფინანსებს ფონდი „ქართუ“, ახალი პარკი აქ 36 ჰა-ზე გაშენდება; იგეგმება მთაწმინდის ფერდის აღდგენა, ახალი პარკი აქ 700 ჰა-ზე გაშენდება და ამ პროექტსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს; აშენდება ვარკეთილის ხევის პარკი 18 ჰა-ზე, რაც ბიუჯეტს 16 800 000 ლარი დაუჯდება; აშენდება რიგის პარკი და ბულვარი 40 000 კვ.მ.-ზე, რაც ბიუჯეტს 4 500 000 ლარი დაუჯდება; აშენდება თემქის ხევის პარკი 25 ჰა-ზე - ბიუჯეტიდან ამისთვის 36 000 000 ლარი დაიხარჯება; იგეგმება ვაკის პარკის რეაბილიტაცია, რაც ბიუჯეტს 16 800 000 ლარი დაუჯდება.

 

ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკა

თბილისის მერიამ ჯანდაცვის 28 პროგრამა 228 305 235 ლარით დააფინანსა. 2018 წლიდან, ჯანდცვის სამი ახალი პროგრამა ამოქმედდა: ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, 259 პაციენტი დაფინანსდა. აქედან, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის 235 შემთხვევა დაფინანსდა - ერთი პაციენტი 10 000-235 000 ლარით; ღვიძლის გადანერგვა დაუფინანსდა 27 პაციენტს - ერთი პაციენტი ფინანსდება 70 000 ლარით.

დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, უფასო გამოკვლევა ჩაიტარა 121 141-მა მოქალაქემ; არსებულ პროგრამებს დაემატა ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგი; ფინანსდება ძუძუს კიბოს სამკურნალო, ძვირადღირებული მედიკამენტები.

გაფანტული სკლეროზის მედიკამენტების პროგრამით 87 პაციენტი სარგებლობს და ერთი პაციენტი 25 000 ლარით ფინანსდება.

გარდა ამისა, თბილისის მერია სრულად ან ნაწილობრივ აფინანსებს მოქალაქეთა მოთხოვნებს საქართველოსა და საზღვარგარეთ კლინიკებში ოპერაციების, გამოკვლევებისა და მედიკამენტების თაობაზე.

თბილისში 185 საბავშვო ბაგა-ბაღი, 61 000 აღსაზრდელი და 11 000 თანამშრომელია. 2018-2021 წლებში, აშენდა და გაიხსნა 18 საბავშვო ბაგა-ბაღი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაგა-ბაღის 10 შენობას; მიმდინარეობს 2 შენობის აღდგენა; ს100 ბაღში მოწესრიგდა სათამაშო სივრცეები და გარე ინფრასტრუქტურა; გარემონტდა 147 ბაღი; 56 ბაღის ეზოში დაირგო გზის საფარი; 20 ბაღის ფასადს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; პირველად, საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე მოეწყო რაგბის 2 მინი სტადიონი.

მნიშვნელოვანია, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით, რომელიც 5 000 000 ლარითაა დაფინანსებული. 1 375 პირი სარგებლობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროგრამის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება.

 

სოციალური პროგრამები

სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 9 648 მოზარდი უფასოდ სწავლობს, როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში; ხელოვნების სკოლებსა და სპორტულ სკოლებში.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, პირველ და მეორე ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადად 500-ლარიანი დახმარება; მესამე შვილზე - 800-ლარიანი დახმარება; მეოთხე შვილზე - 1 000-ლარიანი დახმარება; მეხუთე და შემდეგ შვილზე -  1 500-ლარიანი დახმარება.

რაიონული გამგეობების პროგრამების ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებით (ოპერაცია, გამოკვლევა, მკურნალობა, მედიკამენტები) დაკმაყოფილდა 200 000 განაცხადი; უფასო სასადილოებში ფინანსდება 42 652 ბენეფიციარის კვება; ქირის სახით, 25 189 200 ლარის ოდენობის მიზნობრივი ფინანსური დახმარება გაიცა; დაფინანსდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 5 371 პროექტი.

კოოპერატიული ბინათმშენებლობების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 963 000 000 ლარია გამოყოფილი. ამ პროგრამის ფარგლებში, დაზარალებული 3 100 ოჯახიდან, 1 350 ოჯახს საკუთრებაში უკვე გადაეცა საცხოვრებელი სახლები.

დაუმთავრებელი მშენებლობების პროგრამა ბიუჯეტიდან 768 000 000 ლარია გამოყოფილი. სულ, თბილისში, 179 დაუმთავრებელი მშენებლობა და 13 000 დაზარალებული ოჯახია; 18 მისამართზე უკვე დაწყებულია მშენებლობა; 33 ობიექტზე გაცემულია რეკომენდაცია და მიმდინარეობს ნებართვების აღების პროცესი.