როგორი სასმელებია წარმოდგენილი საზიზღარი სასმელის გამოფენაზე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საზიზღარი საჭმლის მუზეუმში, რომელიც შვედეთში, ქალაქ მალმეში მდებარეობს, ახალი, სამთვიანი გამოფენა გაიხსნა. ამ გამოფენაზე ყველაზე ცუდი, გულმიუსვლელი ალკოჰოლია წარმოდგენილი. უჩვეულო ექსპონატებს შორისაა შოტლანდიური ლუდი 55%-იანი სიმაგრით, რომელიც ციყვის ფიტულიან ბოთლშია ჩამოსხმული. ასევე, ძველი სამხრეთკორეული ღვინო, რომლის ფერმენტაციაც ბავშვის ფეკალიებისა და ბრინჯის გამოყენებით ხდება (მას სამკურნალოდ მიიჩნევდნენ).

გამოფენაზე წარდგენილია ისლანდიური ლუდი ცხვრის შებოლილი ნაკელისგან, ამერიკული ღვინო, რომელიც გადამწიფებული ფორთოხლისგან კეთდება და ციხის ტუალეტშია დადუღებული. ღვინო პერუდან, რომელიც სიმინდის ფქვილისგან მზადდება, ფერმენტაციისას კი ნერწყვი გამოიყენება, ასევე, ბანანებზე დაყენებული ჯინი უგანდიდან და კიდევ ბევრი სხვა უცნაური სასმელი.

„მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანები ცდილობენ, რაიმე სასმელით გამოთვრნენ. ამიტომაც, როცა ალკოჰოლის ნაკლებობას განიცდიან, მეტად გამომგონებლები ხდებიან. ამის დასტურია ჩვენი გამოფენაც, - ამბობს მუზეუმის დირექტორი, ანდრეას არსენი.

დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ, დაყნოსონ ან დააგემოვნონ კიდეც გამოფენაზე წარდგენილი ზოგიერთი სპირტიანი ექსპონატი. მუზეუმში სპეციალური დაფაცაა, რომელზეც აღნიშნავენ, რამდენი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ყველაფრის შემდეგ, დამთვალიერებელს გული აერია - ამჟამად, დაფაზე ამგვარი, 98 შემთხვევაა დაფიქსირებული.