ვინ დასახელდნენ წლის გავლენიან ადამიანებად

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკულმა გამოცემა Time-მა, 2021 წლის ყველაზე გავლნიანი 100 ადამიანის სია გამოაქვეყნა. მასში სუსტი სქესის 53 წარმომადგენელი და 47 მამაკაცია. რეიტინგის მონაწილენი, ტრადიციულად, რამდენიმე კატეგორიაში გაანაწილეს. „კერპების“ კატეგორიაში შევიდნენ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, მომღერლები ბრიტნი სპირსი და დოლი პარტონი, იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი საკა, რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი. „პიონერებში“ მოხვდნენ მომღერალი ბილი აილიში, ამერიკელი ტანმოვარჯიშე სუნისა ლი, კანადელი დიზაინერი ავრორა ჯეიმსი, თურქი ეკონომისტი ფათიხ ბიროლი და სხვები. „ტიტანებში“ აღმოჩნდნენ Apple-ის მეთაური ტიმ კუკი, ბენინელი მომღერალი ანჟელიკა კიჯო და რეპერი ტიმბალენდი.

ხელოვანებს შორის, ყველაზე გავლენიანებად დაასახელეს ქეით უინსლეტი და სკარლეტ იოჰანსონი, მსახიობი დენიელ კალუია და მხატვარი ბარბარა კრიუგერი. „ლიდერების“ კატეგორიაში შევიდნენ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის მეთაური სი ძინპინი, „თალიბანის“ ლიდერი აბდულ განი ბარადარი. „ნოვატორებად“ კი ილონ მასკი, Nvidia-ს პრეზიდენტი ჯენსენ ხუანგი და იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა დასახელდნენ. ჟურნალის მკითხველთა აზრით, წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანი, არც მეტი, არც ნაკლები,მომღერალი ბრიტნი სპირსია.