შსს-ს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მასობრივი აცრის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება.

"თბილისის ზღვის პლაზაში" გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია.

"COVID-19"-ის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინით სამინისტროს თანამშრომელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში. თბილისსა და რეგიონებში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან "ფაიზერის", „სინოვაკის" ან „სინოფარმის“ ვაქცინით. ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების 60%-მდე უკვე აცრილია.