ირაკლი ღარიბაშვილი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომოანიის - DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს სულთან აჰმედ ბინ სულეიმს შეხვდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის - DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს სულთან აჰმედ ბინ სულეიმს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პორტებისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების მიმართულებით საქართველოში არსებულ რესურსებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სულთან აჰმედ ბინ სულეიმი ქვეყანაში არსებული რესურსებისა და ბიზნესგარემოს უკეთ გასაცნობად საქართველოში მოიწვია.

DP World-ი ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. კომპანიის შემოსავალმა 2021 წელს 10.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. DP World-ს მსოფლიოში 78 მოქმედი საზღვაო და შიდა ტერმინალის პორტფელი აქვს და მასში 56000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული