რა უნდა ვიცოდეთ შინაური ცხოველის მოვლის საშუალებებზე და პირველი ქართული ბრენდი ბაზარზე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 შინაური ცხოველი, ბევრი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველასთვის ცნობილია, რომ ცხოველებთან ურთიერთობა და მათი ერთგული ბუნება ადამიანების ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, შეუძლიათ ყოველდღე დადებითი ენერგიითა და ემოციებით დაგვტვირთონ. მათზე ზრუნვა უსაზღვრო ბედნიერების მომგვრელია, თუმცა შინაური ცხოველის ყოლა, მასთან თამაშის გარდა, უდიდეს ენერგიასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.  ყველას არ აქვს ინფორმაცია როგორ უნდა მოუარონ ცხოველებს სწორად და დაიცვან ისინი სხვადასხვა სახის საზიანო ნივთიერებებისგან. საბედნიეროდ, შინაური ცხოველებისათვის გაჩნდა ბრენდი, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. „მოუარე“ პირველი ქართული ბრენდი,რომელიც შინაური ცხოველებისათვის 100%-ით მცენარეულ და ნატურალურ  მოვლის საშუალებებს აწარმოებს. იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველებისათვის ნატურალური მოვლის საშუალებები გამოვიყენოთვერსია“ საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ „მოუარეს“ დამფუძნებელ, უნა ქუთათელაძესთან.

- უნა რამდენი ხანია რაც ბრენდი „მოუარე“ ბაზარზე გამოჩნდა და როგორ დაიბადა მისი შექმნის იდეა?

- შინაური ცხოველის ყოლა ბავშობიდან ჩემი ოცნება იყო,თუმცა ეს იდეა იქამდე ვერ განვახორციელე, სანამ დამოუკიდებლად ცხოვრება არ დავიწყე. შინაური ცხოველის სიყვარული ჩემმა კატამ-ლოკიმ მასწავლა. შეიძლება ითქვას, რომ ამ იდეის განხორციელებაშიც სწორედ, ის დიდი სიყვარული დამეხმარა, რაც ცხოველების მიმართ გამაჩნია. ქართულ ბაზარზე „მოუარე“ 2021 წლიდან გამოჩნდა. პანდემიის პერიოდში,როდესაც თითქმის ყველაფერი გაჩერდა და სახლში მომიწია დროის დიდი ნაწილის გატარება, უფრო დიდი დრო დავუთმე ჩემი შინაური ცხოველის მოვლას. ამ პერიოდში ხშირად ვეძებდი ისეთ მოვლის საშუალებებს, რომლებიც არ იყო საზიანო ცხოველის ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებული აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პატარა კნუტის თუ ლეკვის ჯანმრთელობისათვის პარაზიტული ხსნარით დამუშავება საკმაოდ სახიფათო იყო. შესაძლოა ერთი პრობლემა მოგვარდეს და  ცხოველს პარაზიტები აღარ ჰყავდეს, თუმცა ამავდროულად, მისი ჯანმრთელობა სულ სხვა საფრთხის წინ აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, დიდი ძალისხმევის და ფარმაცევტებთან კონსულტაციების შემდგომ შევქმენით 100%-ით მცენარეული და ნატურალური მოვლის საშუალებების შინაური ცხოველების ხაზი.

- როგორ შეძელით საზოგადოების ნდობის მოპოვება, რითია „მოუარე“ გამორჩეული?

-„მოუარეს“ პროდუქცია დამზადებულია საქართველოში, ქართული ნედლეულისგან, ბიო-ტექნოლოგიურ, ლიცენზირებულ საწარმოში. მიუხედავად სირთულეებისა, ქართულ ბაზარზე,ჩვენი ბრენდის გამოჩენას მომხმარებლებისგან დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. „მოუარეს“ უკვე 1 წელზე მეტია, ლოიალური მომხმარებელი ჰყავს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ნდობისთვის.  ჩვენ მუდამ ვზრუნავთ მომხმარებლების ინტერესებზე და მათი შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე. ვფიქრობ, ცხოველები იმ სითბოს სანაცვლოდ, რასაც ჩვენს მიმართ გასცემენ, იმსახურებენ, მათთვის უსაფრთხო პროდუქტებით სარგებლობას. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმ მიზეზით, რომ გვაქვს  შესაძლებლობა, პატრონი და თავიანთი საყვარელი,ოთხფეხა მეგობრები კმაყოფილნი დარჩნენ „მოუარეს“ პროდუქციით.

- რ სახის მოვლის საშუალებებ სთავაზობთ ოთხფეხა ცხოველებ?

- ჩვენი პროდუქტები, ჯერ-ჯერობით სულ 4 ასორტიმენტს ითვლის. მოუარეს ნატურალური და მცენარეული ზოოშამპუნი, რომელსაც რეპელენტური თვისება გააჩნია ცხოველის ბეწვის დასაბანად გამოიყენება, არის ანტიალერგიული და ახდენს  ბეწვზე პარაზიტების მოხვედრის პრევენციას. ასევე შეთავაზებებში გვაქვს ანტიპარაზიტული სპრეი, რომელიც ეფექტურად იცავს შინაურ ცხოველებსგარეგანი პარაზიტებისაგან. ანტისეპტიკური სპრეი ჭრილობების სამკურნალოდ და მარტივად მოშუშებისთვის შეიქმნა. აღნიშნული სპრეი განკუთვნილია ცხოველის კანზე ჭრილობის გარშემო დასამუშავებლად და ასევე გამოიყენება თათების დეზინფექციისათვის. თუ შინაურ ცხოველს დღეში რამდენჯერმე სჭირდება გასეირნება „მოუარე“ პატრონს ყოველ ჯერზე თათების დაბანის სანაცვლოდ სწორედ, ანტისეპტიკურ სპრეის სთავაზობს. თათების მალამო კი, ცივ და ცხელ ამინდებში, თათების საფარის დასატენიანებლად და დამცავად გამოიყენება.

- სად არის შესაძლებელი „მოუარეს“ პროდუქციის შეძენა?

- პროდუქტის შეძენა კონკრეტულ ზოომაღაზიებში შეუძლია მომხმარებელს, რომელთა ჩამონათვალიც  „მოუარეს“ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზეა განთავსებული. აგრეთვე შესაძლებელია ჩვენი პროდუქციის ონლაინ შეძენა.

- გვიამბეთ სამომავლო გეგმების შესახებ.

- პირველ რიგში გვსურს საქართველოს ბაზარი სრულიად ავითვისოთ, შემდეგი ნაბიჯები კი, ჩვენი ბრენდის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენაა. რაც შეეხება ასორტიმენტის გაზრდას, „მოუარეს“ გუნდი ამ კუთხით აქტიურად მუშაობს. ერთგული მომხმარებლის აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად ვითვალისწინებთ მათ უკუკავშირს პროდუქტების შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ აქედან დაიბადა თათების მალამოს წარმოების იდეაც და მალე, კიდევ ბევრ ახალ პროდუქტს იხილავთ „მოუარეს“ კატალოგში.

- რას ურჩევდი მათ რომლებსაც ოთხფეხა მეგობრები ჰყავთ?

- ბრენდის სახელზე მუშაობის დროს ძალიან ბევრს ვფიქრობდი, მინდოდა,რომ ეს სახელი ყოფილიყო ქართული და შინაარსის მატარებელი. ჩვენი სლოგანია - გიყვარდეს, იზრუნე, მოუარე.საზოგადოებას, სწორედ ამას ვურჩევდი, გვიყვარდეს ჩვენი ცხოველები,ვიზრუნოთ მიუასაფარ ცხოველებზე, გავცეთ მათ მიმართ ის დიდი სიყვარული,რასაც ისინი გვიზიარებენ ჩვენ.

 ავტორი: ლიკა თორთლაძე