როგორი წელი იქნება 2023? - ზოგადი ასტროლოგიური მიმოხილვა და პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ით 2023 წლის მმარ­თვე­ლი კურ­დღე­ლი იქ­ნე­ბა (აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ის ზო­გი­ერთ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში კურ­დღლის ნაც­ვლად კა­ტის სიმ­ბო­ლოა). ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით წყლის ლურ­ჯი კურ­დღლის წელი 2023 წლის 22 იან­ვარს 00:45-ზე დად­გე­ბა. ჩი­ნეთ­ში კა­ტას ენერ­გი­ი­სა და ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის, ში­ნა­გა­ნი და სუ­ლი­ე­რი ძა­ლე­ბის მა­კავ­ში­რე­ბელ სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ. კურ­დღე­ლი კი მა­გი­ურ ცხო­ვე­ლად ჰყავთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ის არის ოჯა­ხის, ბავ­შვე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის სიმ­ბო­ლო. კურ­დღლის წელს ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­აქვს ცოლ­ქმრულ ცხოვ­რე­ბა­ში. კა­ტის წელს უფრო ვი­ეტ­ნამ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ და ჩვენ­თვი­საც უფრო ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლად ით­ვლე­ბა. კურ­დღელს უყ­ვარს იმ წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია მი­ღე­ბუ­ლი. სურს, ისე იყოს, რო­გორც მო­ეპ­რი­ა­ნე­ბა. მას თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს. კა­ტაც თა­ვის ჭკუ­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ცხო­ვე­ლია. მას ახა­სი­ა­თებს მა­გი­უ­რო­ბა, არის ფან­ტა­ზი­ე­ბი­სა და ძი­ლის მოყ­ვა­რუ­ლი. მიჩ­ნე­უ­ლია ადა­მი­ა­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის განმკურ­ნებ­ლად. ამას­თან, ცრურ­წმე­ნე­ბის გამო, შავი ფე­რის კა­ტას გა­ურ­ბი­ან. 2023 წელს და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ექ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია.

2023 წელი მოგ­ვი­ტანს მშვი­დო­ბას და ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბას. ბო­ბო­ქა­რი და აქ­ტი­უ­რი ვე­ფხვის წლის შემ­დეგ სამ­ყა­რო და­წყნარ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აღ­დგე­ნა, დას­ვე­ნე­ბა რუ­ტი­ნის­გან. გახ­შირ­დე­ბა ოჯა­ხუ­რი და ნა­თე­სა­უ­რი შეკ­რე­ბე­ბი. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია ქორ­წი­ნე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

გთავაზობთ ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას მიერ შედგენილ 2023 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს :

ვერძი – დადებითი პერიოდია ნებისმიერი საქმის დასაწყებად, პირდაპირ იუპიტერი გმფარველობთ და ამრავლებს თქვენს სიკეთეებს. მსგავსი პერიოდი, როდესაც იუპიტერი ამ დოზით მფარველობს ვერძებს და ეხმარება ხორცი შეასხან საკუთარ ჩანაფიქრებს, არც ისე ხშირად დგება. აქვე ჩანს სასიყვარულო ქარტეხილებიც, მაღალია დაოჯახების ალბათობა. წლის განმავლობაში მაქსიმალური მოხერხებულობა გმართებთ, ეცადეთ, ყველაფერი მოასწროთ. გამართლებულია გონივრული რისკები. შეიმჩნევა ფინანსური წინსვლა, შესაძლოა, რომ თქვენი სტატუსი ამაღლდეს. იყავით პოზიტიურები და ირწმუნეთ საკუთარი ძალების.

კურო – თქვენ წლის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ, 2023 წელს სამყარო მუდმივად განვითარებისკენ გიბიძგებთ. უმჯობესია, მიიღოთ ყველა ის მოულოდნელობა, რაც მოდის. არაერთხელ მოგიწევთ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა, თუმცა რეზულტატიც საიმედო იქნება. წლის მეორე ნახევრიდან თქვენთან იქნება წარმატების პლანეტა, ამიტომ თამამად განახორციელეთ თქვენი გეგმები. წლის მთავარი გამოწვევა კომფორტის ზონის დატოვება და გაძლიერება-გაფართოებისთვის გზების ძიება იქნება.

ტყუპები – წლის დასაწყისი დატვირთული იქნება სხვადასხვა მოვლენებით, ამბებით, ტყუილებით, რომლებში გამორკვევაც რთული იქნება. წლის დასაწყისში სხვა ადამიანების ცხოვრების აქტიური მონაწილეები იქნებით და გექნებათ განცდა, რომ ვერ აკონტროლებთ სიტუაციებს. მეტად წარმატებული იქნება სასიყვარულო სფერო. მეორე ნახევარში მეტი თავისუფალი დრო გექნებათ, რაც წინსვლისთვის უნდა გამოიყენოთ. სიფრთხილე გმართებთ კონტრაქტებთან. წლის მთავარი გამოწვევა იქნება, რომ შეინარჩუნოთ ფხიზელი გონება და არ მოტყუვდეთ.

კირჩხიბი – მინდა მოგილოცოთ წლის დასაწყისში შავი მთვარე გადის თქვენგან და თავისუფლდებით იმ სიმძიმეებისგან, რაც წინა წელმა მოიტანა. თქვენი წარმატება მეტად შესამჩნევი იქნება წლის მეორე ნახევარში, იგრძნობთ, როგორ მოგეხსნებათ ბორკილები. მოდის ბევრი ახალი შემოთავაზება როგორც ფინანსური კუთხით, ისე პარტნიორული ურთიერთობების. წლის გამოწვევა ცხოვრებაში სიახლეების შემოტანა იქნება.

ლომი – ლომებისთვის წლის დასაწყისი შედარებით რთული იქნება, განსაკუთრებით პარტნიორული ურთიერთობების მიმართულებით. ეცადეთ გადაამოწმოთ ინფორმაციები, რომ ერთი შეხედვით მომგებიანი სიტუაციების გამო არ მოტყუვდეთ. წლის შუა პერიოდში სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება და თქვენი ენერგია საწყის ძლევამოსილებას დაუბრუნდება, გექნებათ ენერგია, რომ ნებისმიერი პრობლემა მოაგვაროთ. საყურადღებოა, რომ მთელი წელი თან გდევთ ცდუნებები. ლომის ყველაზე დიდი ცდუნება სიამაყე და ამპარტავნებაა, ამიტომ გამონახეთ ძალა კომპრომისებისთვის და წელს აუცილებლად წარმატებულად დაასრულებთ. გარემოსგან ჩანს დაპირისპირება, თუმცა უნდა შეინარჩუნოთ თქვენი მეფური სიმშვიდე. ეს პერიოდი არ არის სასიკეთო სიმართლის დამტკიცებისთვის ან კონფლიქტების დავით მოგვარებისთვის.

ქალწული – არ შეგეშინდეთ გაურკვევლობების და ნუ დაკარგავთ საკუთარ ზომიერებას. სასიყვარულო ასპარეზზე ბევრი გამოცდა გელით, ამ პერიოდში თქვენი ენერგია ანათებს და ადვილად იპყრობთ პარტნიორების ყურადღებას. მნიშვნელოვანია, არ ჩამორჩეთ წლის მოვლენებს. მთავარი გამოწვევა ეჭვების და ყოყმანის გადალახვაა.

სასწორი – მოგიწევთ გადასვლა ცხოვრების ახალ რიტმზე, რომელიც უფრო მეტად სწრაფი იქნება. წლის დასაწყისში შესაძლოა თქვენთვის უჩვეულო ქმედებების განხორციელება მოგიწიოთ. გახსოვდეთ, 2023 წელს დიდი განვითარება გელით. წლის მეორე ნახევარში თქვენც გესტუმრებათ სიყვარულის პლანეტა. წლის დასაწყისში აუცილებლად მოაგვარეთ კონფლიქტები, რომ არ გაგრძელდეს და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ გაგყვეთ. მთავარი გამოწვევა იქნება, რომ უარი უთხრათ წყენებს და ჩანასახშივე მოაგვაროთ კონფლიქტები.

მორიელი – გექნებათ ბევრი ენერგია და თავისუფალი დრო, რომ საკუთარ ნებაზე წარმართოთ სიტუაციები. პერიოდულად ჩანს არეულობები ფინანსებთან და ურთიერთობებთან მიმართებაში, მაგრამ ეს აუცილებლად მალევე გაივლის. კონცენტრირდით საკუთარ მიზნებზე. წლის მთავარი გამოწვევა ქაოსის მოწესრიგება და სხვების წარმატების აღნიშვნა იქნება.

მშვილდოსანი – 2023 წელი თქვენთვის დადებითი პერიოდი იქნება, ეს წელი თქვენს ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანს გახდის. სამყარო საჩუქრებს გიმზადებთ. წელს იზრდება თქვენი შემოქმედებითი ენერგია. პირადი ურთიერთობების მიმართულებით წლის დასაწყისია სასიკეთო. მეტი თავისუფალი ენერგია გექნებათ გაზაფხულზე, რაც საკუთარი თავისკენ შეგიძლიათ მიმართოთ, ეს პერიოდი ნაკლებად იქნება დაკავშირებული მძაფრ და ნეგატიურ განცდებთან. წლის შუა რიცხვებში ჩანს დაბრუნებები, წარსული შეცდომები სწორედ ამ პერიოდისთვის იჩენს თავს. მაქსიმალურად ეცადეთ, გათავისუფლდეთ ვალებისგან და გადახედოთ გაცემულ ან მიღებულ პირობებს, ამ ენერგიის განულება მნიშვნელოვანი იქნება თქვენი წარმატებისთვის.

თხის რქა – გავლენები კლავ თქვენს ხელშია. წლის დასაწყისი დაუთმეთ დასვენებასა და განტვირთვას, რადგან მალევე შეეჭიდებით სიახლეებს, სადაც მაქსიმალურად დაგჭირდებათ ენერგიის მობილიზება. ადამიანების მხრიდან წინააღმდეგობა ჩანს, ამიტომ იზრუნეთ თავდაცვაზე. წლის მთავარი გამოწვევა რესურსების სწორად განკარგვა იქნება.

მერწყული – წლის პირველ ნახევარში სატურნი  თქვენს ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს. აღარ მეორდება წარსული სცენარები, რჩება ადგილი წინსვლისთვის, თქვენი მოქნილობა და გონიერება  პოულობს შედეგს და პროფესიულ, კარიერულ ასპარეზზე დიდი წინსვლა გელით. მთავარი გამოწვევაა ისწავლეთ წარსული გამოცდილებით და აღარ დაუშვათ იგივე შეცდომები.

თევზები – თევზები 2022 წლის ფავორიტ ნიშნად ითვლებოდა და ნაწილობრივ ეს სტატისტიკა 2023 წლის დასაწყისშიც გრძელდება. მფარველი ანგელოზი სწორედ თევზებთანაა ყველაზე ძლიერად, რაც მათგან ზომიერებას, ზედმეტი ემოციებისა და განცდებისგან თავის შეკავებას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში მათ მთელი წლის მანძილზე ექნებათ მფარველობა. მთავარი გამოწვევაა გათავისუფლდეთ წარსული ვალებისგან.