"რა თქმა უნდა, მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ ყველაზე მეტი წილი აქ პარლამენტის გასაკეთებელია, ამიტომ მივდივარ პარლამენტში" - ოლივერ ვარჰეი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიმაჩნია, რომ აი ამ სირთულეების პირობებში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და აი, ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის და პერიოდის პროცესში, საქართველომ ძალიან კარგად დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და ჩამოვედი საქართველოში არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს სათქმელი, არამედ იმისთვის, რომ მოგახსენოთ, რომ მზადა ვართ შევასრულოთ ეს თხოვნა, - ამის შესახებ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არამარტო მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის ქვეყანაში.

„ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არამარტო მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის ქვეყანაში, და ყველა ვინც აქტიურია და მუშაობს ამ საკითხებზე მას ეხება, ამიტომ დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით - გვინდა, დაგეხმაროთ საქართველოს მოსამზადებლად, დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში და აი ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ,“- აღნიშნა ვარჰეიმ.

პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა განაცხადა, რომ მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.

"ფუნდამენტური შეთანხმება უნდა არსებობდეს მიზანზე და ამოცანებზე, რომელიც მიგვიყვანს ევროპისკენ, რა თქმა უნდა, მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ ყველაზე მეტი წილი აქ პარლამენტის გასაკეთებელია, ამიტომ მივდივარ პარლამენტში და მათთან შევაჯერებ პოზიციებს" - თქვა ვარჰეიმ.

მისი თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მიზნით ეროვნული კონსესუსის მიღწევა აუცილებელია, ასე მუშაობს სისტემა და ასე იყო გაფართოების გზაზე სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც.

„უნდა შედგეს ეროვნული კონსენსუსი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მიზნით. ასე მუშაობს სისტემა. სხვანაირად არ მუშაობს ეს სისტემა. გვინახავს სხვა ქვეყნების შემთხვევაში, 2004-ში, 2007-ში გაფართოების გზაზე. ხორვატიაც იგივე რეჟიმში იყო. დგება ქვეყნის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც კონსენსუსი უნდა შედგეს. სხვა შემთხვევაში პროცესი მართვადი არ იქნება. ამიტომ, არ მინდა აქცენტი გავაკეთო მთავრობაზე, ოპოზიციაზე იმიტომ, რომ ყველაფერი იცვლება. რაც არ იცვლება, არის ის, რომ ფუნდამენტური შეთანხმება უნდა არსებობდეს მიზანზე და ამოცანებზე, რომელიც მიგვიყვანს ევროპისკენ. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ დღეს იქნება მკაფიო დასტური ყველა მხრიდან. რა თქმა უნდა, მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ის გვთავაზობს საქმეს და ამ რეკომენდაციების შესრულებას, მაგრამ ყველაზე მეტი წილი აქ პარლამენტის გასაკეთებელია. ამიტომ მივდივარ პარლამენტში და მათთან შევაჯერებ პოზიციებს“,- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.