შსს-ს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სწავლებაში - „ETERNITY 2022“

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში - „ETERNITY 2022“, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარდა.
სწავლების მიზანი იყო საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებებისა და შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს კურსის როგორც კომპიუტერულ, ასევე, საველე კომპონენტში, სადაც ჩართული იყვნენ ამავე დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.
ღონისძიებაში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები.
სწავლების სცენარი ემყარებოდა სამშვიდობო ოპერაციას, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაცვას ასახავდა. ღონისძიება წარმატებით ჩატარდა და დადებითად შეფასდა მონაწილე მხარეების მიერ.
აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი სწავლება სამივე ქვეყანაში რიგ-რიგობით, როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად ტარდება.