გასართობი პარკი ჭაბურღილზე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპარსეთის ყურეში, მალე ახალი ტურისტული ლოკაცია გაჩნდება. პროექტს The Rig ჰქვია და მას ნავთობის ერთ-ერთ ჭაბურღილზე საუდის არაბეთი ააშენებს. კომპლექსში, რომლის ფართობიც 160 ათასი კვადრატული მეტრია, სამი სასტუმრო, რესტორნები, ვერტმფრენის მოედნები და ექსტრემალური ატრაქციონები განთავსდება. პროექტს სახელმწიფო ინვესტიციების ფონდი განახორციელებს, მაგრამ ახალი ტურისტული ლოკაციის ზუსტ ადგილმდებარეობასა და გახსნის თარიღს, ჯერჯერობით, არ ასაჯაროვებენ. ცნობილია, რომ პროექტი გარემოს დაცვის ეროვნულ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია.