უალკოჰოლო სასმელი პელმენის გემოთი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანია Nagai Garden-მა მეტად საკამათო პროდუქტი - Gyoza გამოუშვა, შემწვარი პელმენების გემოთი. გაზიან წყალს ჩილის, ძმრის, სოიოს სოუსის, ნივრისა და კოჭას იმდენად მძაფრი სუნი აქვს, რომ მწარმოებელი მყიდველს ურჩევს, ბოთლი ღია ცის ქვეშ გახსნას. პელმენების უჩვეულო გემოს, მძაფრი სუნისა და ცნობისმოყვარეობის წყალობით, სასმელი საკმაოდ პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში. ბევრი მას მსოფლიოში ყველაზე ცუდ გაზიან სასმელს უწოდებს, არადა, ის ერთგვარი საკულტო ჰიტი, გამოწვევაც კი გახდა მეგობრებს შორის. ჯერჯერობით, ახალი უალკოჰოლო სასმელი ხელმისაწვდომია მხოლოდ ამომავალი მზის ქვეყანაში.