ღვინო, რომელიც არ უნდა დალიოთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიელი მეღვინე, ტულიო მასონი მყიდველებს მოუწოდებს, მის მიერ წარმოებული ღვინო არ დალიონ. მასონი ღვინოს რეჯო-ემილიას რეგიონში აწარმოებს. მას პატარა ვენახი მე-16 საუკუნის პალაცოს (სასახლის) სახურავზე აქვს გაშენებული. ღვინოს სახელად სახლის მისამართი აქვს - Via Mari 10. ერთი ბოთლი ღვინის ფასი 5 ათასი დოლარია. ტულიო აცხადებს, რომ დიდი ვენახი მემკვიდრეობით მამამ დაუტოვა, თუმცა, რაკიღა შემოსავალი არ ჰქონდა, გაყიდა. 20 წლის შემდეგ, ვინანე და ჩემთვის ჯიბის ვენახი გავაშენე, - ამბობს მასონი.

ყოველწლიურად, ის მხოლოდ 29 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომელიც ღვინის მაღაზიაში კი არა, ხელოვნების გალერეაში იყიდება. მეღვინე საკუთარ ნაწარმს ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევს, რადგან მისი ვაზი მოქანდაკე ოსკარ აკორსოს მიერ შექმნილ გისოსებზე იზრდება, ღვინო კი მეორე მოქანდაკის - ლორენცო მენოზის შექმნილ კასრებში ინახება. ბოთლების ეტიკეტის ავტორი Marvel-ის კომიქსების მხატვარი, ჯუზეპე კამუნკოლია. ერთადერთი მეღვინე ვარ მსოფლიოში, რომელიც ამბობს, რომ მისი ღვინო არ უნდა დალიოთ, - ამბობს მასონი.