“ თურქული ბაზრის გახსნით და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დაწესებით ერთხელ და სამუდამოდ, წამლის ფასის პრობლემა მოგვარდება”-ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ ინფორმაციას, თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ, თუ რადანაზოგი ჰქონდა ჩვენ მოსახლეობას. დღეისათვის ათობით მილიონი ლარია დაზოგილი. ვვარაუდობთ, რომ წლის განმავლობაში, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდედაზოგავს ჩვენი მოსახლეობა, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. ეს მხოლოდ თურქულიმედიკამენტების შემთხვევაში. დამატებით, რეფერენტული ფასების დადგენის შემდეგ, ასევეველოდებით მნიშვნელოვან გაიაფებას“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომისდასრულების შემდეგ.

 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თითქმის ყველა ევროპულ და ასევე რამდენიმე მეზობელქვეყანაში, სადაც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები უკვე დანერგილია, მედიკამენტებისღირებულება 40-დან 70 პროცენტამდე შემცირდა.

 

ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც თურქული ბაზრის გახსნით, ასვერეფერენტული ფასების დადგენით, ერთხელ და სამუდამოდ, გრძელვადიანად ეს პრობლემამოგვარდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

მინისტრის განმარტებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მიზნით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სამინისტროსთან ერთად  საერთაშორისო ექსპერტებიმუშაობენ, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში, ჩართულები იყვნენაღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში.

 

ექსპერტები გასული, მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ. მათი რეკომენდაციებითხდება რეფერენტული ქვეყნების შერჩევა. ქვეყნები განისაზღვრება, როგორც გეოგრაფიულიმდებარეობის, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური  პარამეტრებიდან გამომდინარე, ასევემოსახლეობიდან და ბევრი სხვადასხვა ნიუანსია გათვალისწინებული. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია. ამ ქვეყნებში მედიკამენტების ფასები იქნება ჩვენთვის ისრეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების,  სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების, ასევერითეილის მარჟის გათვალისწინებით, დაწესდება ის მაქსიმუმი მედიკამენტებზე, აქტიურნივთიერებაზე, მოლეკულებზე, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება, რომ საცალო ქსელში ჰქონდესმედიკამენტს.

 

ჩვენ ამას ძალიან ოპერატიულად მიყვებით, როგორც დაგეგმილი გვქონდა და უკვე მომდევნოწლის იანვრიდან ქრონიკული მედიკამენტების და ონკოლოგიური პრეპარატებისთვის გვექნებარეფერენტული ფასები, რაც პირველ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმში გაეშვება. შემდეგ ეტაპზე, უკვემთლიან მოხდება რეფერენტული ფასების დაწესება და ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება, მოლეკულების დონეზე“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.