ყავა კოვიდით დაინფიცირებას ხელს უშლის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყოელდღიურად, ერთი ფინჯანი ყავის სასარგებლოდ არგუმენტები ამერიკელმა სწავლულებმა გაახმოვანეს, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტიდან. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ამ გამამხნევებელი სასმელის დღიური ერთი ჭიქაც კი, ამცირებს კორონავირუსით დაინფიცირების ალბათობას. კერძოდ, სწავლულები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში, ერთ ან მეტ ფინჯან ყავას მიირთმევენ, 10%-ით ნაკლებად ინიციფირდებიან ვირუსით, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ყავას. სპეციალისტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ყავის მოხმარება ისეთ ბიომარკერებს უკავშირდება, როგორიცაა СRP (C-რეაქტიული ცილა), ინტერლეიკენ-6 და სხვა, რომელთაც დაავადების მძიმე მიმდინარეობის გამოწვევა შეუძლიათ. გარდა ამისა, სწავლულებმა კვლევებისას ისიც შენიშნეს, რომ ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც ყავას მიირთმევენ, პნევმონიის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.