რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადებს მხარს არ დაუჭერს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
  • თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მხარს არ დაუჭერსშვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადებს. როგორც ერდოღანმაპრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ ქვეყნების დელეგაციები არ უნდა შეწუხდნენ თურქეთშიჩასვლით ნატო-ში წევრობის განაცხადის მხარდაჭერაში მის დასათანხმებლად.

ისინი ორშაბათს თურქეთში მოდიან. ჩვენს დასარწმუნებლად მოდიან? მაპატიეთ, მაგრამთავს ნუ დაიღლიან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვეტყვით ნატო-ში გაწევრიანებაზეკი“- მათ, ვინც თურქეთს სანქციებს უწესებს. რადგან მაშინ ნატო აღარ იქნება უსაფრთხოებისორგანიზაცია და გახდება ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებისკონცენტრაციის ადგილი“, – განაცხადა ერდოღანმა, რომლის ციტატასაც სააგენტოროიტერიავრცელებს.

სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთი ტერორისტული ორგანიზაციებისმხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის პარლამენტში ტერორისტებიარიან წარმოდგენილი. კერძოდ, თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შვედეთი დაფინეთიქურთისტანის მუშათა პარტიასთანდა აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთანფეთჰულა გიულენთან დაკავაშირებულ პირებს აძლევენ თავშესაფარს. „ქურთისტანის მუშათაპარტიასთურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ფეთჰულა გიულენს კი 2016 წლისსახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

ამ ქვეყნებიდან არც ერთს აქვს მკაფიო, ღია დამოკიდებულება ტერორისტული ორგანიზაციისმიმართ. როგორ შეგვიძლია მათი ნდობა?“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მანამდე, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შვედეთისა დაფინეთის დელეგაციები თურქეთში გამგზავრებას გეგმავენ, რათა ნატო-ში გაწევრიანებისსაკითხზე ანკარას წინააღმდეგობა განიხილონ.