“ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს”-ლევან დავითაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეკონომიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს მოლოდინი აქვს, რომ საწვავისფასები შემცირდება.

როგორც მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, კონკურენციის სააგენტოს მიერ ბაზრის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საცალოქსელებში არსებული საწვავის ფასი არ არის საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთანთანხვედრაში.

კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი, მას აქვს საინტერესო მიგნებები მონიტორინგისპროცესის შესაბამისად. ეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში გავაზიარეთ. შაბათს გვქონდაშეხვედრა. დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე, ღიად, საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ანუ ის ზრდის ეფექტი, რომელიც იყო, არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან. ყოველშემთხვევაში, მას ჰქონდა თავისი ინერცია და ეს ინერცია იყო რამდენიმეკვირიანი. ამრამდენიმეკვირიანი წანაცვლებით არ აისახა ეს .. ტაბლოებზე ანუ საწვავის საცალო ფასებიმაჩვენებლებზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის როგორცსაცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან. პრემიერის დავალებით მე და ეკონომიკურგუნდს გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალო დიალოგი. რამდენიმე დღემათთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან დამოხდეს ფასების კორექტირება ან ჩვენ ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელიც არმგონია რომ არსებობდეს. ამიტომ ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდაშემცირდეს. ამ კუთხით, დღესვე შევხვდებით ერთ ჯგუფს, რამდენიმე შეხვედრა გვექნებაკვირის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ გარკვეული შედეგის მომცემი იქნება,“- განაცხადალევან დავითაშვილმა.