ჭიქა ღვინო ერთსაათიან ვარჯიშს გაუთანაბრეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კანადის ალბერტას უნივერსიტეტის სწავლულებმა გაარკვიეს, რომ ერთი ჭიქა წითელი მშრალი ღვინის დალევა ისეთივე სასარგებლოა, როგორც სავარჯიშო დარბაზში გატარებული ერთი საათი. სასმელის ასეთი დადებითი გავლენა ორგანიზმზე, რასაკვირველია, რესვერატროლის დამსახურებაა. ეს ბუნებრივი ფიტოალექსინი ამაღლებს შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამაგრებს კუნთებს, რაც არსებითად, სპორტდარბაზში ვარჯიშის ტოლფასია. რესვერატროლი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ანტიასაკობრივი ეფექტიც აქვს. იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში ერთ ჭიქა წითელ მშრალ ღვინოს მიირთმევენ, ნაკლებად ემუქრებათ ასაკობრივი ჭკუასუსტობა, ონკოლოგიური დაავადებები და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი. კანადელმა სწავლულებმა, ჯერჯერობით, კვლევები მღრღნელებზე ჩაატარეს და ასეთი შედეგები მიიღეს. შემდეგი ეტაპი იქნება ექსპერიმენტი მოხალისეთა სატესტო ჯგუფზე, რომელთაც დიაბეტი აქვთ.