საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ კასკადური ტრენინგები დაიწყო

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ კასკადური ტრენინგები დაიწყო.
 
სწავლება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ - სერგი ბზიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეების გუნდის ხელმძღვანელმა - აგატა ნიებოიმ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა - გიგი ბრეგაძემ გახსნეს.
 
სწავლების მიზანს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ცოდნის გაღრმავება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.
 
პირველ ეტაპზე, კასკადური სწავლებების პრიორიტეტად განისაზღვრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ.
 
კასკადური ტრენინგების განხორციელების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით გადამზადდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2200-მდე თანამშრომელი.
 
სამომავლოდ იგეგმება ანალოგიური ტრენინგების სისტემატურად ჩატარება სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებისთვის.