მამაკაცს სასმელის გამო ჰომოსექსუალობა დააბრალეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კამერუნის სასამართლომ ჰომოსექსუალიზმში დამნაშავედ სცნო მამაკაცი, რომელმაც ნაღების ლიქიორი „ბეილისი“ დალია. იქაური თემიდის მსახურები მიიჩნევენ, რომ „ქალების“ ალკოჰოლური სასმელის მიღება „დამნაშავის“ არატრადიციულ ორიენტაციაზე (კამერუნში, ეს კანონით დასჯადია) მიუთითებს. სად დალია მამაკაცმა „ბეილისი“, ან ვინ „ჩაუშვა“, უცნობია. ქვეყანაში ერთსქესიანი ურთიერთობები კანონით ისჯება 1972 წლიდან. ჰომოსექსუალიზმისთვის სასჯელს, როგორც წესი, ირიბი ბრალდების საფუძველზე იხდიან ხოლმე. სასამართლოს მიერ დამნაშავედ შერაცხულს ხუთ წლამდე პატიმრობას უსჯიან. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი წლით მოხვდება გისოსებს მიღმა ნაღების ლიქიორის მოყვარული კამერუნელი.