ფინჯანი ყავა მთელი დღით გაგამხნევებთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამწუხაროა, რომ ერთი ფინჯანი ყავით მიღებული მხნეობა ძალიან სწრაფად ქრება. კომპანია „ნესტლე“ უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ამ პრობლემაზე და ისეთი ყავის შექმნას ცდილობს, რომელსაც დამატებითი ეფექტიც ექნება. ციურიხის უნივერსიტეტის სწავლულებმა, „ნესტლეს“ სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, ყავის ახალი რეცეპტურა შეიმუშავეს. ახალი რეცეპტით მომზადებული ერთი ფინჯანი გამამხნევებელი სასმელი ადამიანზე დილიდან საღამომდე იმოქმედებს.

ახალი პროდუქტი, ეგრეთ წოდებულ, კუბოსომის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული ანუ ცხიმისა და წყლის სტრუქტურებზე, რომლებიც ნაწლავებში ნელ-ნელა იშლებიან და დროდადრო გამოათავისუფლებენ კოფეინს. გამომგონებელთა თქმით, ეს სიახლე საშუალებას მოგვცემს, დღეში ერთი ფინჯანი ყავით დავკმაყოფილდეთ და მას მაღალწნევიანი ადამიანებიც დალევენ. ჯერჯერობით, ხანგრძლივი მოქმედების ყავის ბაზარზე გამოჩენის დრო უცნობია - პროდუქტმა მრავალრიცხოვანი შემოწმება უნდა გაიაროს.