როგორ გავხდეთ თავდაჯერებული და მიზანდასახული ადამიანი - დილით ყავასთან წასაკითხი ბლოგი

ბლოგი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხშირად განმარტავენ, რომ თავდაჯერებული ბავშვი არის ის, ვინც მაქსიმალურად იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა უნარების გასავითარებლად და ფლობს დადებით პიროვნულ თვისებებს. ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობები ხდის მას უნიკალურს, ის იყენებს საკუთარ უნარებს პოზიტიური გამოცდილების მისაღებად. მას სჯერა საკუთარი თავის, აქვს მაღალი თვითშეფასება და იმედიანად გაჰყურებს მომავალს თავისი მიზნების მისაღწევად.

თავდაჯერებულობა ნიშნავს საკუთარი თავის რწმენას. ამ ყველაფერზე დიდ ზეგავლენას ახდენს ოჯახი, სადაც ვიზრდებით და ვყალიბდებით ცალკეულ ინდივიდებად. ოჯახში, სადაც თვითშეფასება დაბალია და ცხოვრების მიმართ პასიური დამოკიდებულებაა, შანსი, რომ ბავშვი გაიზარდოს თავდაჯერებული, მცირეა. თავდაჯერებული ადამიანები ყოველთვის მიზანდასახულები არიან. მიზანდასახულობა ადამიანებს ორ ჯგუფად ჰყოფს - ადამიანები, რომლებიც მიზნის მიღწევას ცდილობენ და რომლებსაც მოთმინება არ ჰყოფნით. მიზანდასახულობა ორი რამისგან შედგება: არჩევანის სიმტკიცისგან და მოქმედებისთვის საჭირო დროისგან. როგორ გავხდეთ მიზანდასახული და თავდაჯერებული ადამიანი? გამომყევით და აგიხსნით:


პირველი - იმისათვის, რომ მოვიპოვოთ თვითდაჯერება და მიზანდასახულობა, აუცილებელია, დაიწყოთ საკუთარი თავის მიმართ კეთილად მოქცევა. შეიყვარეთ საკუთარი თავი ყველანაირი ხერხითა და გზით. ასევე, ჩამოწერეთ მცირე ზომის ქაღალდზე თქვენი მთავარი ღირსებები და მიზნები, რომლებსაც თან ატარებთ, მერწმუნეთ მისი წაკითხვის შემდეგ თქვენ ბევრად უფრო უკეთ გახდებით.
შეეცადეთ, გაუკეთოთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე გარშემომყოფებს. დაეხმარეთ მხცოვან მეზობელს, გაჭირვებულებს. ეს უფრო აგიმაღლებთ თვითშეფასებას და დღეც უკეთესად ჩაივლის.
მიიღეთ ცხოვრება მისი მრვალფერვონებით. მშვიდად მიუდექით ყველა წარმატებას და წარუმატებლობას, პრობლემასა და არასასურველ სიტუაციას. რთული პერიოდი ყველას გვაქვს ცხოვრებაში. შეაფასეთ რთული სიტუცია რთულად, მაგრამ აუცილებლად იპოვეთ გზა მისგან თავდასაღწევად. ნუ ჩავარდებით პანიკაში, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გახსნილად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და გრძნობები, რომლითაც იცავთ საკუთარ სიმართლეს.
შეეჩვიეთ, რომ დაისახოთ პატარ-პატარა მიზნები და გეგმები, რომლებსაც აუცილებლად შეასრულებთ და მიაღწევთ. დრო და დრო კი გაართულეთ და გაასერიოზულეთ ისინი. პატარა რამის გაკეთებაც კი, როდესაც იდეალურ შედეგს იღებთ, გეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებაში.
ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ იქცევიან თავდაჯერებული ადამიანები, თუნდაც თქვენი სანაცნობო წრიდან. როდესაც იქნებით მარტო, უბრალოდ, შეეცადეთ წაივარჯიშოთ თქვენს სიარულის მანერაზე, ქცევებზე, გამოხედვაზე, ხმის ტემბრზე. თუ არ გყავთ ასეთი ადამიანი, მიამსგავსეთ თქვენი ქცევები იმ მსახიობს ან პერსონაჟს, რომელიც მოგწონთ.
იზეიმეთ პატარ-პატარა გამარჯვებები. აუცილებლად აღნიშნეთ თქვენი წარმატება, რადგან პატარა წარმატებებით მიიღწევა დიდი წარმატება.
ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მყარი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროა, ამისთვის კი დიდი ენერგიაა საჭირო, ამიტომ იმპულსი შეიანარჩუნეთ და ძალა მოიკრიბეთ. მნიშნელოვანია, თქვენს სისუსტეებზე ყურადღება გაამახვილოთ და მათზე იმუშაოთ.

დაბოლოს, ბევრი იოცნებეთ, ოღონდ დარწმუნდით, რომ თქვენი მიზნები გაცილებით მეტია, ვიდრე ოცნებები… იმიტომ, რომ ოცნებები იშვიათად სრულდება, მიზანი კი ყოველთვის ამართლებს.

ავტორი-გვანცა პეტრიაშვილი