საქართველოში ქალები სასჯელს #5 პენიტენციალურ დაწესებულებაში იხდიან. ჰოდა, 3 იანვარს, აბსოლუტურად ყველა ქალ მსჯავრდებულს ე.წ. PCR ტესტი ჩაუტარდა და მოულოდნელად, 329 სინჯიდან 23 დადებითი აღმოჩნდა. მოულოდნელად იმიტომ, რომ არცერთ ქალბატონს ვირუსის რაიმე ნიშანი არ ეტყობოდა.
ციხის ადმინისტრაციამ დაავადებულების იზოლირება მოახდინა და როგორც სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სიმპტომების არქონის მიუხედავად, ისინი მაინც ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
ქალთა კოლონიაში 23 პატიმარს კორონა აღმოაჩნდა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი