Menu
RSS

ვინ იქნებიან „ევრო 2020“-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე, 16-ის ნაცვლად, 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ეს იმის შანსს ზრდის, რომ კონტინენტის პირველობაზე, გრანდების გარდა, მეორე და მესამე ეშელონის გუნდებმაც მიიღონ მონაწილეობა. თავისი შანსი საქართველოს ნაკრებსაც აქვს, რომელმაც წილისყრამდე გამართული ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მოიგო და ახლა პლეი-ოფის მატჩების მოლოდინშია. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ნაკრებს იმ ჯგუფიდან გასვლის შანსიც აქვს, რომელიც ბედმა 2 დეკემბერს არგუნა. ჩვენი მეტოქეები შვეიცარია, დანია, ირლანდია და გიბრალტარი იქნებიან და 1-2 ადგილოსნები ავტომატურად ხვდებიან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

 

რაც შეეხება დანარჩენ ჯგუფებს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ჯგუფის დარად დაკომპლექტებული, არცერთი ჯგუფი არ არის და ყველას გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. 

A ჯგუფი: ინგლისი, ჩეხეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, კოსოვო. 

B ჯგუფი: პორტუგალია, უკრაინა, სერბეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი. 

C ჯგუფი: ჰოლანდია, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, ესტონეთი, ბელარუსი. 

D ჯგუფი: შვეიცარია, დანია, ირლანდია, საქართველო, გიბრალტარი. 

E ჯგუფი: ხორვატია, უელსი, სლოვაკეთი, უნგრეთი, აზერბაიჯანი. 

F ჯგუფი: ესპანეთი, შვედეთი, ნორვეგია, რუმინეთი, ფარერები, მალტა. 

G ჯგუფი: პოლონეთი, ავსტრია, ისრაელი, სლოვენია, მაკედონია, ლატვია. 

H ჯგუფი: საფრანგეთი, ისლანდია, თურქეთი, ალბანეთი, ანდორა. 

I ჯგუფი: ბელგია, რუსეთი, შოტლანდია, კვიპროსი, ყაზახეთი, სან მარინო. 

J ჯგუფი: იტალია, ბოსნია, ფინეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ლიხტენშტეინი. 

მატჩების კალენდარი: 

I ტური: 21-23 მარტი, 2019 

II ტური: 24-26 მარტი, 2019 

III ტური: 7-8 ივნისი, 2019 

IV ტური: 10-11 ივნისი, 2019 

V ტური: 5-7 სექტემბერი, 2019 

VI ტური: 8-10 სექტემბერი, 2019 

VII ტური: 10-12 ოქტომბერი, 2019 

VIII ტური: 13-15 ოქტომბერი, 2019 

IX ტური: 14-16 ნოემბერი, 2019 

X ტური: 17-19 ნოემბერი, 2019 

*** 

23.03.2019 _ საქართველო-შვეიცარია 

27.03.2019 _ ირლანდია-საქართველო 

07.06.2019 _ საქართველო-გიბრალტარი 

10.06.2019 _ დანია-საქართველო 

08.09.2019 _ საქართველო-დანია 

12.10.2019 _ საქართველო-ირლანდია 

15.10.2019 _ გიბრალტარი-საქართველო 

15.11.2019 _ შვეიცარია-საქართველო

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში