ლოცვით განკურნება მეცნიერულად დამტკიცებულია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მედიკოსების მტკიცებით, ლოცვისა და მედიტაციის ძალა განუზომელია. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სისტემატური ლოცვა ტვინის იმ უჯრედებს ააქტიურებს, რომლებიც უამრავი მძიმე დაავადების დამარცხებას უწყობენ ხელს და ტვინის სტიმულირებას ახდენენ. კვლევაში ის ხანდაზმული ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთაც მეხსიერების პრობლემები ჰქონდათ. ჯეფერსონის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ ნიუბერგი მათ 8 კვირის განმავლობაში, დღეში 12 წუთით, ლოცვის პროცესში აკვირდებოდა. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მეცნიერს დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა - ნიუბერგი ამტკიცებს, რომ ტვინს სტრუქტურული ცვლილების უნარი აქვს, რაც ადასტურებს, რომ ყველა დაავადების განკურნება შესაძლებელია. კიდევ ერთი ექსპერიმენტის შედეგად, რომელიც ფლორიდაში, სიმსივნის კვლევით ცენტრში ჩატარდა, სწავლულებმა დაადგინეს, რომ კვლევაში მონაწილე 40 ათასი პაციენტიდან განსაკუთრებით მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ვინც რეგულარულად ლოცულობდა.