ნაბახუსევი დაავადებად აღიარეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანიაში, მაინის ფრანკფურტის სასამართლომ განიხილა საქმე ნაბახუსევის საწინააღმდეგო საშუალებების მწარმოებლების წინააღმდეგ და დაადგინა, რომ ეს მდგომარეობა დაავადებაა. მოსამართლის განცხადებით, ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც სხეულის ნორმალურ ფუნქციონირებას არღვევს, შესაძლოა, დაავადებად განისაზღვროს. კომპანიას ბრალი ედებოდა იმაში, რომ ის „არაკანონიერ“ განცხადებებს აკეთებდა, თითქოს მისი პროდუქცია აღკვეთდა ან კურნავდა ნაბახუსევს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ნაბახუსევს დაავადების სტატუსი მიანიჭა, იმავდროულად, ისიც დაადგინა, რომ ეს დაავადება მხოლოდ ალკოჰოლის ან მავნე ნივთიერებების ზემოქმედების შედეგია და მისი განკურნებისთვის წამალი არ არსებობს. შესაბამისად, კომპანიას, რომლის წინააღმდეგაც სასამართლოში სარჩელი შევიდა, ნაბახუსევის წამლების გაყიდვა აეკრძალა.