ქალებს მენსტრუალურ შვებულებას მისცემენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანეთის პარლამენტმა, პირველმა ევროპაში, სუსტი სქესის წარმომადგენლებს მენსტრუალური შვებულების უფლება მისცა. ტკივილების გამო დროებითი შრომისუუნარობა ექიმისგან აღებულმა ცნობამ უნდა დაადასტუროს. დასვენების დღეების რაოდენობა კანონით არ იზღუდება. გაცდენილი დღეების თანხას ქალებს დამსაქმებელი არ აუნაზღაურებს, მას სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფა დააფინანსებს. კანონის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მენსტრუალური შვებულება, შესაძლოა, სუსტი სქესის სტიგმატიზაციის მიზეზად იქცეს - შიშობენ, რომ სამსახურში აყვანისას, დამსაქმებლები უპრატესობას მამაკაცებს მიანიჭებენ. ამგვარი შვებულება მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, იაპონიაში, ინდონეზიასა და ზამბიაში.